მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთმა რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების ახალი სისტემა წარმატებით გამოცადა
ჩინეთმა რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების ახალი სისტემა წარმატებით გამოცადა

ჩინეთმა რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების ახალი სისტემა წარმატებით გამოცადა

BM.GE14 ივლისი, 2026, 00:40|bm.ge

ჩინეთში მრავალჯერადად გამოყენებადი რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ხომალდი Long March 10B ჰაიანის კომერციული კოსმოდრომიდან აპფრინდა, ორბიტაზე გავიდა, ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა და ზღვაში განთავსებულ საზღვაო პლატფორმაზე ვერტიკალურად დაეშვა. ჩინელი ექსპერტების შეფასებით, ეს ქვეყნის ისტორიაში ამ მასშტაბის ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტული იყო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ჩინური აპარატი ამერიკული კომპანია SpaceX-ის კუთვნილ Falcon 9-ს ჰგავს. ის ჩინეთის რაკეტმშენებლობის აკადემიამ შექმნა. ახალ მოდელს დაბალ ორბიტაზე მინიმუმ 16 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ამერიკული ანალოგისგან განსხვავებით, Long March 10B საყრდენი ფეხებით არ ჯდება, არამედ პლატფორმაზე დამონტაჟებულ ბადეს ოთხი დამჭერი კაუჭით ეჭიდება. აკადემიის სპეციალისტის, ჩენ მუიეს განცხადებით, ეს ტექნოლოგია აპარატის მასას საგრძნობლად ამცირებს.

საყურადღებოა, რომ ახლახან გამოცდილი ახალი რაკეტა ჩინეთის იმ ფართო კოსმოსური პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად 2030 წლამდე მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას ისახავს. ჩინური მედიის ინფორმაციით, სპეციალისტები უკვე გამოცდილი ბუსტერის ხელახალ გამოყენებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავენ.

შეგახსენებთ, ჩინეთი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ ტექნოლოგიებს თითქმის ათი წელია ამუშავებს. ამ მიმართულებით შარშანდელი ტესტირებები მარცხით დასრულდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტექნოლოგიით პირველი რაკეტა წარმატებით ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა 2015 წლის დეკემბერში დასვა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპის ცხრა ქვეყანამ და უკრაინამ ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნეს

ევროპის ცხრა ქვეყანამ და უკრაინამ ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნეს

BM.GE

Meta-მ 1 კვირის წინ გამოშვებული ფოტოების გენერაციის პლატფორმა გააჩერა - რა გახდა მიზეზი?

Meta-მ 1 კვირის წინ გამოშვებული ფოტოების გენერაციის პლატფორმა გააჩერა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს აცნობა

დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს აცნობა

BM.GE

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის ინიციატივას დასცინა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის ინიციატივას დასცინა

BM.GE