
ჩინეთში ოქროს იმპორტმა რეკორდულ $158.8 მილიარდს მიაღწია
2026 წლის პირველ რვა თვეში ჩინეთში ოქროს იმპორტმა რეკორდულ $158.8 მილიარდს მიაღწია.
არსებული ინფორმაციით, ქვეყანამ 1,000 ტონაზე მეტი ძვირფასი ლითონი შემოიტანა. შედარებისთვის, 2025 წლის განმავლობაში სახელმწიფომ $96.5 მილიარდის ღირებულების 886 ტონა ოქრო შეიძინა.
როგორც ირკვევა, ოქროზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა უძრავი ქონების ბაზარზე არსებულმა კრიზისმა და საფონდო აქტივებზე დაბალმა შემოსავლიანობამ განაპირობა. როგორც მედია წერს, ადგილობრივი მოსახლეობა კაპიტალის დასაცავად ძვირფას ლითონს საიმედო აქტივად მიიჩნევს და მის შეძენას აქტიურად ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ ოქროს მარაგების გაზრდის პოლიტიკას ჩინეთის სახალხო ბანკიც აქტიურად აგრძელებს. ქვეყნის მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა ოქროს შესყიდვების უწყვეტი სერია 23 თვემდე გაზარდა და 2026 წლის სექტემბერში რეზერვებს კიდევ 23 ტონა ოქრო შემატა. აღსანიშნავია, რომ ეს მოცულობა ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ კონკრეტულ თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აგვისტოს თვის მონაცემებით, ქვეყნის ოქროს ოფიციალურმა რეზერვებმა 2,387 ტონას მიაღწია. ამ შედეგით კი ჩინეთმა მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეხუთე პოზიცია დაიკავა.
როგორც სექტორის ექსპერტები ხსნიან, პეკინის ეს სტრატეგია მიზნად აშშ-ის დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს. Julius Baer-ის ანალიტიკოს კარსტენ მენკეს შეფასებით, ოქროს გაზრდილ შესყიდვებს მეტწილად პოლიტიკური მოტივები განსაზღვრავს.
BM.GE
წყარო: bm.ge