მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთში საბითუმო ინფლაციამ 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია
ჩინეთში საბითუმო ინფლაციამ 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

ჩინეთში საბითუმო ინფლაციამ 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE10 ივნისი, 2026, 20:11|bm.ge

მიმდინარე წლის მაისში ჩინეთში საბითუმო ფასები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, რაც ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულ ნედლეულის გაძვირებასა და ხელოვნური ინტელექტის სექტორში არსებულ საინვესტიციო ბუმს უკავშირდება.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა. ეს არის უმაღლესი მაჩვენებელი 2022 წლის ივლისის შემდეგ, რაც აჭარბებს ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 3.8%-იან ზრდას და აპრილში დაფიქსირებულ 2.8%-იან ნიშნულს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, სადაც ირანის ომმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება შეაფერხა და ენერგორესურსებისა თუ ნედლეულის ნაკადები შეაჩერა, საწარმოო ხარჯების ზრდამ ჩინეთის ეკონომიკა დეფლაციური პერიოდიდან გამოიყვანა, თუმცა ინფლაციურში გადაიყვანა.

მაისში ქარხნების მიერ საწვავსა და ელექტროენერგიაში გადახდილი თანხები წლიურად 10%-ით გაიზარდა, ფერადი ლითონებისა და კაბელების ღირებულებამ კი 22%-ით მოიმატა. ნედლეულის გაძვირების პარალელურად, ფასების ზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით სიმძლავრეებზე გაზრდილმა მოთხოვნამაც განაპირობა, რამაც ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და ნახევარგამტარებზე ფასების მატება გამოიწვია. მაგალითად, მეხსიერების ბარათები 100%-ზე მეტით არის გაზრდილი და AI-ჩიპებზე იმდენად მწვავე დეფიციტია, რომ პროდუქციის თავისუფლად მიწოდება ფაქტობრივად ვერ ხერხდება.

რაც შეეხება სამომხმარებლო ინფლაციას, მაისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) წლიურად 1.2%-ით გაიზარდა, რაც ჩამორჩება ეკონომისტების მიერ ნავარაუდებ 1.3%-იან ზრდას. საბაზო ინფლაციამ, რომელიც არ მოიცავს სურსათისა და ენერგორესურსების მერყევ ფასებს, მაისში წლიურად 1.1% შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, სამომხმარებლო სექტორში ინფლაციური წნეხი ძლიერი არ არის, რადგან შიდა მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და მოქალაქეები დანაზოგების შენარჩუნებას ამჯობინებენ, თუმცა მომხმარებლებისთვის ბენზინის ფასი წლიურად მაინც 23.5%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ენერგეტიკული შოკის ნაწილი სტრატეგიული ნავთობის რეზერვებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის საშუალებით შეამსუბუქა. ირანის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობის იმპორტიორმა ქვეყანამ ნედლი ნავთობის იმპორტი თითქმის 20%-ით შეამცირა, რამაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების კიდევ უფრო მეტად გაზრდა შეაკავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE