მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო
ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 16:50|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou”. ამასთან, SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პავილიონში 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. კერძოდ, „აჩინებული“, „არტვაინი“, „აქტო’’, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „რუისპირი“, „ჩელთი“, „თაკარა ვაინსი“, „ხოდელი მეღვინეობა“, „მუკუზნის ღვინის სარდაფი“, „წყალი მარგებელი“ და „აიდიეს ბორჯომი“ გამოფენაზე ღვინოს, სპირტიან სასმელებს, ნატურალურ წვენებსა და მინერალურ წყალს წარადგენენ.

„SIAL Guangzhou ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის.

ჩინეთში „SIAL Guangzhou“-ზე საქართველოს პავილიონის პირველად წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, რაც ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

SIAL-ის საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციონირების გაძლიერებას ემსახურება",- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

BM.GE

გაერომ აფრიკის რეალური ზომების ასახვისთვის მსოფლიოს ახალი რუკის მიღებას დაუჭირა მხარი

გაერომ აფრიკის რეალური ზომების ასახვისთვის მსოფლიოს ახალი რუკის მიღებას დაუჭირა მხარი

BM.GE

ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპი

ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპი

BM.GE

გაყვანილია 368-მეტრიანი გვირაბი - რა ეტაპზეა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა?

გაყვანილია 368-მეტრიანი გვირაბი - რა ეტაპზეა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა?

BM.GE