მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება
4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 17:19|bm.ge

ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ქალაქ სენაკში, ქალაქ ტყიბულში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში.

ოთხივე მუნიციპალიტეტში, პროექტების ფარგლებში, მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და საჭირო სათავსოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს. ხელშეკრულება ასევე გაფორმებულია და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები აშენდება დედოფლისწყაროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

BM.GE

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

BM.GE

გაერომ აფრიკის რეალური ზომების ასახვისთვის მსოფლიოს ახალი რუკის მიღებას დაუჭირა მხარი

გაერომ აფრიკის რეალური ზომების ასახვისთვის მსოფლიოს ახალი რუკის მიღებას დაუჭირა მხარი

BM.GE

ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპი

ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპი

BM.GE