მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე, ახალ საფეხურზე ადის, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია" - ირაკლი კირცხალია
"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე, ახალ საფეხურზე ადის, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია" - ირაკლი კირცხალია

"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე, ახალ საფეხურზე ადის, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია" - ირაკლი კირცხალია

BM.GE28 მაისი, 2026, 03:40|bm.ge

"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე, ვიზიტიდან ვიზიტამდე ახალ სიმაღლეზე, ახალ საფეხურზე ადის, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს როგორც ჩინეთთან ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა ჰქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები.

"რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მზად ვართ პარიტეტულ, ღირსეულ საწყისებზე, ახალი ფურცლით, ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე [ურთიერთობისთვის].

რაც შეეხება ჩინეთს, ვხედავთ ახლა ჩინეთთან რა ურთიერთობა აქვს ამერიკას, ვხედავთ რა რიტორიკა იყო და რა არის რეალური ქმედება ახლა ევროპის ცენტრალური წამყვანი ეკონომიკების მხრიდან. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ასე ვაკეთებთ.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე, ვიზიტიდან ვიზიტამდე ახალ სიმაღლეზე, ახალ საფეხურზე ადის, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

როდესაც მე ვსაუბრობ, რომ ჩემი ქვეყანა და არა მხოლოდ მე, მთელი ჩემი სამეზობლო და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის ჩვენი მოძმე ქვეყნები და ჩვენი ისტორიული პარტნიორები და მეგობრები [ამბობენ] რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო ქვეყანა ვართ შუა დერეფანში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს პრაგმატული და სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან, ან აშშ-სთან?!“, - განაცხადა კირცხალიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE