
ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა
ჩინური ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი DeepSeek-ი დაფინანსების უახლეს რაუნდს ასრულებს. როგორც ცნობილია, არსებული და ახალი ინვესტორებისგან კომპანიამ დაახლოებით 100 მილიარდი იუანის, ანუ $15 მილიარდის მოზიდვა შეძლო.
როგორც ირკვევა, დაფინანსების უახლეს რაუნდში მსხვილ ინვესტორებად ბატარეების მწარმოებელი გიგანტი CATL-ი და WeChat-ის მფლობელი ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ი მოგვევლინნენ.
ამასთან, DeepSeek-ის ახალი ინვესტორები გახდნენ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი Midea, საკურიერო გიგანტი Meituan-ი, ავტომწარმოებელი Geely და ნახევარგამტარების კომპანია GigaDevice.
ახალ ინვესტორთა საერთო რაოდენობამ 15-ს გადააჭარბა, მათ შორის არიან Boyu Capital-ი, CPE, Legend Capital-ი და არსებული აქციონერი IDG Capital-ი.
მოზიდული თანხით კომპანიამ თავდაპირველად დასახულ მიზანს თითქმის ორჯერ გადააჭარბა, რაც აშშ-სთან ხელოვნური ინტელექტის რბოლაში ჩინური ინვესტორების მხრიდან მაღალ ინტერესზე მიუთითებს.
ცნობისთვის, გასულ თვეს სტარტაპმა უახლესი მოდელი DeepSeek-V4.1-Flash წარადგინა, რომელიც გაზრდილი წარმადობითა და სწრაფი მონაცემთა დამუშავებით გამოირჩევა.
BM.GE
წყარო: bm.ge