
ჩხოროწყუში სეს-მა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა
ჩხოროწყუში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგროქიმიკატების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა.
უწყების ცნობით, მას საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (მისამართი: გობეჩიას ქუჩა) ინდივიდუალური მეწარმე ა.შ. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ", - წერია სეს-ის პრეს-რელიზში.
BM.GE
წყარო: bm.ge