მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენ არ ვუყურებთ ამ ურთიერთობებს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის" - ბოჭორიშვილი ჩინეთთან თანამშრომლობაზე
"ჩვენ არ ვუყურებთ ამ ურთიერთობებს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის" - ბოჭორიშვილი ჩინეთთან თანამშრომლობაზე

"ჩვენ არ ვუყურებთ ამ ურთიერთობებს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის" - ბოჭორიშვილი ჩინეთთან თანამშრომლობაზე

BM.GE6 ივლისი, 2026, 02:35|bm.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება გლობალურ მოთამაშეებთან, მათ შორის ჩინეთთან, საქართველოს ინტერესებშია და ქართული მხარე ამას არ აღიქვამს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის.„ჩვენ არ ვუყურებთ ამ ურთიერთობებს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის. ჩვენთვის ეს არის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. მით უმეტეს, როდესაც საუბარია გლობალურ მოთამაშეებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ყველასთან მაქსიმალურად გვქონდეს კარგი და მჭიდრო ურთიერთობები. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები გვაქვს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განვითარების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირები გაძლიერდეს აღმოსავლეთით, მათ შორის, გაძლიერდეს ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში.მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადავიდა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას ჩინეთთან.

"მნიშვნელოვანი მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესში უნდა იყოს, რომ გვქონდეს კარგი ურთიერთობა და განვითარებული კავშირები ჩინეთთან,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE