მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ქართულ ავიასივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ - იოსელიანი
ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ქართულ ავიასივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ - იოსელიანი

ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ქართულ ავიასივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ - იოსელიანი

BM.GE11 ივნისი, 2026, 21:35|bm.ge

ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ქართულ ავიასივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, Dan Air არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის.

"როგორც ევროპული კომპანია, Dan Air იქნება მე-17 ავიაკომპანია. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ევროკავშირთან დააკავშირებს. ჩვენთვის ეს ბაზარი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მიმართულებაა, რაშიც წლიდან წლამდე დიდ ძალისხმევას ვდებთ, რათა შევინარჩუნოთ მზარდი ტენდენცია, გავაღრმაოთ ხალხთაშორისი თუ ეკონომიკური კავშირები, მოვიზიდოთ მეტი ტურისტი და ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა ევროპულ ბაზრებზე“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

აღსანიშნავია, რომ Dan Air-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა. ავიაკომპანია ბუქარესტის მიმართულებით 1 ივლისს დაიწყებს ფრენებს.

ცნობისთვის, რუმინეთიდან პირველ კვარტალში საქართველოში 1 922 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 30.5%-ით მეტია გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე. 2025 წელს კი, რუმინეთიდან ჯამში 9 328 ვიზიტი შედგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE