მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენ ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს - კობახიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვაზე
ჩვენ ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს - კობახიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვაზე

ჩვენ ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს - კობახიძე ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვაზე

BM.GE15 მაისი, 2026, 16:40|bm.ge

"ჩვენ ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს, თუმცა თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეცადოს საკუთარი რესურსების დაზოგვას", - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურბნისის ქვესადგურზე დასმულ კითხვას.

14 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ქვესადგურის პროექტს, რომელიც სახელმწიფო კომპანიას უნდა აეშენებინა, კერძო სექტორიც დააფინანსებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური გაფრთხილებაა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მხოლოდ ამ რამდენიმე თვეში 700 მლნ ლარი დაიზოგა. მუშაობა ამავე მიდგომით გაგრძელდება ეს მარტივი პრინციპია. რა მოცულობის თანხაც უნდა დაიზოგოს, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული სახსრების შემდგომ დაზოგვაზე. ჩვენ ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს, თუმცა თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეცადოს საკუთარი რესურსების დაზოგვას", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა ვანო ზარდიაშვილმა და ექვსი კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს. დაგეგმილია 220 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას. შეთანხმების მიხედვით, კომპანიები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის შეძენასა და მიწოდებას, ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.

ვრცლად ამ თემაზე: "ელექტროსისტემას ჩამორჩენა ჰქონდა..." - რატომ ჩაერთო ბიზნესი ქვესადგურის მშენებლობის თანადაფინანსებაში?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE