მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენი ეკონომიკა კვლავ განიცდის გლობალური გამოწვევებიდან მომდინარე წნეხს" - ნათია თურნავა
"ჩვენი ეკონომიკა კვლავ განიცდის გლობალური გამოწვევებიდან მომდინარე წნეხს" - ნათია თურნავა

"ჩვენი ეკონომიკა კვლავ განიცდის გლობალური გამოწვევებიდან მომდინარე წნეხს" - ნათია თურნავა

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 16:15|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკამ გამორჩეული სტაბილურობა გამოავლინა, თუმცა ის კვლავ განიცდის წნეხს, რაც გლობალური გამოწვევებიდან მომდინარეობს - ამის შესახებ თურნავა, რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის ორგანიზებით გაიმართა.

"დღევანდელ მღელვარე გლობალურ ეკონომიკურ გარემოში, ვამაყობთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ და საფინანსო სექტორმა გამოავლინა გამორჩეული მდგრადობა, სტაბილურობა და ზრდა.

ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - ამის თქმით ძალიან ვამაყობ. ამან გააძლიერა ჩვენი შესაძლებლობა, გავუძლოთ საგარეო შოკებს და დავიცვათ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. თუმცა ჩვენი ეკონომიკა კვლავ განიცდის გლობალური გამოწვევებიდან მომდინარე წნეხს და დღეს გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ამაზე და, სავარაუდოდ, ვიპოვოთ გარკვეული საერთო გადაწყვეტილებები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, J.P. Morgan-ი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სხვადასხვა კონტინენტზე ატარებს, თბილისი კი რეგიონში პირველ ასეთ ღონისძიებას მასპინძლობს. ფორუმში დაახლოებით 15 ცენტრალური ბანკის, საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

"მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, მოსაზრებები გავცვალოთ იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ეკონომიკებს აყალიბებს, არამედ იმიტომაც, რომ გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ ღიად, თავისუფლად, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და განვამტკიცოთ ურთიერთობები ჩვენს ინსტიტუტებს - რეგიონის ცენტრალურ ბანკებს შორის", - აღნიშნა თურნავამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE