მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. City Mall-ის მფლობელი კომპანია ბათუმში, მოლის მშენებლობის დაწყებას 1 წელიწადში გეგმავს
City Mall-ის მფლობელი კომპანია ბათუმში, მოლის მშენებლობის დაწყებას 1 წელიწადში გეგმავს

City Mall-ის მფლობელი კომპანია ბათუმში, მოლის მშენებლობის დაწყებას 1 წელიწადში გეგმავს

BM.GE30 მაისი, 2026, 13:30|bm.ge

IG Development Georgia-ს ფინანსური დირექტორი ლაშა კახიშვილი კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, წელიწად-ნახევარში დასრულდება „სითი მოლი საბურთალოს“ და „გლდანი მოლის“ გაფართოების პროექტები. ამასთან, მისი თქმით, 1 წელში უკვე მოლის მშენებლობა დაიწყება ბათუმში.

აღსანიშნია, რომ IG Development-ი ბათუმში მოლს ხელოვნურ კუნძულზე ააშენებს, რაზედაც ბათუმში ერთ-ერთ მასშტაბურ საინვესტიციო დეველოპერული პროექტის მმართველ კომპანია "ამბასადორი აილენდ ბათუმთან" ხელშეკრულება გაფორმებულია.

ლაშა კახიშვილის თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმები ასევე უკავშირდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს.

"ორი მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელიც მშენებლობის ეტაპზეა. „სითი მოლი საბურთალოს“ და „გლდანი მოლის“ პროექტები ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია. ვფიქრობთ, რომ წელიწად-ნახევარში უკვე ორივე პროექტი უნდა გავუშვათ. „გლდანის“ რაღაც ნაწილი უკვე გახსნილია.

მომავალ პროექტებს რაც შეეხება ასევე, ბათუმი დაანონსებული გვქონდა უკვე, მიწა შესყიდულია, პროექტირებაზე მიდის მუშაობა და მაქსიმუმ 1 წლის თავზე უკვე მშენებლობას დავიწყებთ ბათუმში. და ასევე, Galt & Taggart-ის კვლევებიდან რაც ყველაზე მეტად დაგვეხმარა, ჩვენ ვუყურებდით თბილისში და რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მოწესრიგებული სავაჭრო ფართების რაოდენობას. აღმოჩნდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყო ეს მაჩვენებელი რეალურად ყველაზე დაბალი მთელ თბილისში. ახლა უკვე მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი დიდუბეში, წერეთელზე სავაჭრო ფართის და ისეთი ძალიან კარგი და გამორჩეული პროექტის კონცეფციის შექმნის და ძალიან მალე, ვფიქრობ, ორ წელიწადში, ორ წელიწად-ნახევარში ნახავთ, როგორ შეიცვლება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი თავისი საგამოფენო სივრცეებით და თვითონ ქუჩა და ეს რაიონი როგორ შეიცვლება, ძალიან მალე იხილავთ, ისევე როგორც საბურთალო შეიცვალა რამდენიმე წლის წინ", - განაცხადა ლაშა კახიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართაიმედი
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართებატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE