
clubnparty 5 თვეში 3,800%-იან ზრდას აფიქსირებს - მიზანია თვეში 100,000,000 აქტიური მომხმარებელი
საერთაშორისო პლატფორმა clubnparty, რომელიც მომხმარებლებს ღამის ცხოვრების, კლუბებისა და ივენთების მარტივად აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე სწრაფ ზრდას აჩვენებს.
ბოლო 5 თვის განმავლობაში პლატფორმის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 3,800%-ით გაიზარდა და მიმდინარე მონაცემებით, თვეში 103,868-ს აღწევს.
დღეის მდგომარეობით, პლატფორმის მომხმარებელთა მთავარი აქტიური ბაზრებია საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფილიპინები, აშშ და უნგრეთი, რაც კომპანიის გლობალურ პოტენციალსა და საერთაშორისო წარმატებას უსვამს ხაზს.
clubnparty გართობის ინდუსტრიის სრულ დიგიტალიზაციას ახდენს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარ ინტერესებზე მორგებული ივენთები მსოფლიოს მასშტაბით მარტივად აღმოაჩინონ.
კომპანიის დამფუძნებლების შიო ხეცურიანისა და მიშა ფანჩულიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება ფუნქციონალის კიდევ უფრო გაფართოება, ახალ ქვეყნებში შესვლა და გლობალური ეკოსისტემის მასშტაბების ზრდა.
პლატფორმის სტრატეგიული მიზანი ამბიციურია - თვეში 100,000,000 აქტიური მომხმარებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge