მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" იუსტიციის სახლთან მტკვრის სანაპიროზე რესტორნის აშენებას გეგმავს
ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" იუსტიციის სახლთან მტკვრის სანაპიროზე რესტორნის აშენებას გეგმავს

ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" იუსტიციის სახლთან მტკვრის სანაპიროზე რესტორნის აშენებას გეგმავს

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 19:56|bm.ge

ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუმ" თბილისის არქიტექტურის სამსახურს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის და საარბრუკენის ხიდის, ასევე იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული 4078 კვადრატული მეტრის განვითარების პროექტი წარუდგინა.

არქიტექტურული პროექტის თანახმად, ასოციაცია "ატუ" ადგილზე მრავალფუნქციური ცენტრის აშენებას გეგმავს, რომლის ძირითადი დანიშნულებაც კაფეს და რესტორნის ფუნქციონირება იქნება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნაგებობა ჰარმონიულად უნდა შეერწყას თბილისის არქიტექტურას და ახალი დანიშნულების ცენტრი უნდა გახდეს დედაქალაქის მაცხოვრებელბისა და მისი სტუმრებისთვის. ობიექტის განაშენიანების ფართობი 18 921 კვადრატულ მეტრამდე იქნება.

"წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს მდინარის სანაპირო ზოლში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის - რესტორნისა და მასთან დაკავშირებული რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

პროექტის განხორციელების მიზნით წარმოდგენილია ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილების მოთხოვნა, ვინაიდან არსებული ზონირება სრულად ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის განხორციელებას. საპროექტო ტერიტორია ამჟამად მოქცეულია რეკრეაციული ზონა-2-ისა და სატრანსპორტო ზონა-1-ის ფარგლებში. პროექტით მოთხოვნილია მხოლოდ იმ ნაწილის ფუნქციური ზონის ცვლილება, სადაც დაგეგმილია საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის მქონე ობიექტის განთავსება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო ზონა-1 პროექტის ფარგლებში უცვლელი სახით რჩება და მასზე რაიმე ტიპის ჩარევა, ცვლილება ან ფუნქციური ტრანსფორმაცია არ ხორციელდება. საპროექტო კონცეფცია წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობას, რომელიც ორგანულად ერწყმის სანაპირო ლანდშაფტს და გარემოს ბუნებრივ მახასიათებლებს.

შენობა გადაწყვეტილია დინამიკური, ორგანული ფორმით, რაც ვიზუალურად ასახავს მდინარის მოძრაობასა და გარემოს ბუნებრივ პლასტიკას. ობიექტი შედგება რამდენიმე ღია და ნახევრად ღია საზოგადოებრივი სივრცისგან, რომლებიც ინტეგრირებულია გამწვანებულ ტერასებთან, სასეირნო ბილიკებთან და ხედებით მდინარის მიმართულებით. პროექტში გათვალისწინებულია რესტორნის სივრცეები, ღია ტერასები, მოსასვენებელი და გამწვანებული ზონები, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის საზოგადოებრივ აქტივაციასა და რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნებას. არქიტექტურული გადაწყვეტა ორიენტირებულია მსუბუქ ვიზუალურ აღქმაზე, გარემოსთან ჰარმონიულ ინტეგრაციასა და პანორამული ხედების მაქსიმალურ გახსნაზე. პროექტი ხელს შეუწყობს ტერიტორიის ურბანულ განვითარებას, სანაპირო სივრცის გააქტიურებას, ტურისტული და საზოგადოებრივი ფუნქციების გაძლიერებას, ასევე თანამედროვე, ხარისხიანი საზოგადოებრივი გარემოს ფორმირებას,"- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

საჯარო რეესტრის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" მტკვრის სანაპიროზე აღნიშნულ უძრავ ქონებას 2008 წლიდან ფლობს.

პროექტის რენდერები

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავსიმედი
  • პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისფორმულა
გეგმავს →სახლი →

მსგავსი სტატიები

ორთვიანი პაუზის შემდეგ, Strategy-მ ბიტკოინის შესყიდვები განაახლა

ორთვიანი პაუზის შემდეგ, Strategy-მ ბიტკოინის შესყიდვები განაახლა

BM.GE

დეპუტატმა არ იცის, ვინ ისარგებლა ე.წ. "ოფშორების კანონით"|ინფორმაციას BMG-ის არც შემოსავლების სამსახური აწვდის

დეპუტატმა არ იცის, ვინ ისარგებლა ე.წ. "ოფშორების კანონით"|ინფორმაციას BMG-ის არც შემოსავლების სამსახური აწვდის

BM.GE

სამხრეთ კორეამ რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა - იგეგმება AI-ზე ხარჯების მკვეთრი ზრდა

სამხრეთ კორეამ რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა - იგეგმება AI-ზე ხარჯების მკვეთრი ზრდა

BM.GE

სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენმენეჯერი

სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენმენეჯერი

BM.GE