მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა
Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა

Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა

BM.GE1 ივლისი, 2026, 05:00|bm.ge

მედიაჰოლდინგ Comcast-ის ხელმძღვანელობამ მედიააქტივების, NBCUniversal-ისა და Sky-ს დამოუკიდებელ საჯარო კომპანიად გამოყოფის გეგმა ოფიციალურად წარადგინა.

როგორც ირკვევა, ახალი დამოუკიდებელი ერთეული Universal Pictures-ის კინოსტუდიას, ტელეარხებს (NBC, Telemundo, NBC News, Bravo), სტრიმინგპლატფორმა Peacock-ს, გასართობ პარკებსა და ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია Sky-ს გააერთიანებს.

ამასთან, თავად Comcast-ი ბიზნეს და საცალო მომხმარებლებისთვის ფართოზოლოვანი, საკაბელო და უსადენო კავშირის მიწოდებაზე გაამახვილებს ყურადღებას. კომპანიის განცხადებით, ეს სტრატეგია დამოუკიდებელ სტრუქტურებს საკუთარი პრიორიტეტების ეფექტიანად განსაზღვრისა და აქციონერებისთვის გრძელვადიანი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება მენეჯმენტს, ახალ NBCUniversal-ს Comcast-ის მოქმედი თანააღმასრულებელი დირექტორი, მაიკ კავანა უხელმძღვანელებს, ხოლო Comcast-ის მართვას ყოფილი ფინანსური დირექტორი, მაიკლ ანგელაკისი დაუბრუნდება. პარალელურად, ორივე კომპანიის ლიდერებთან აქტიურ თანამშრომლობას Comcast-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბრაიან რობერტსი გააგრძელებს. მისი თქმით, გამოყოფის პროცესი დაახლოებით ერთ წელში დასრულდება, რის შემდეგაც Comcast-ი ახალ კომპანიაში 19.9%-მდე წილს შეინარჩუნებს.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, წინა სავაჭრო სესიის დახურვისას Comcast-ის აქციების ფასი 4.5%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიახლე ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE