მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან 12 000 ლარზე მეტს დაეუფლა
დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან 12 000 ლარზე მეტს დაეუფლა

დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან 12 000 ლარზე მეტს დაეუფლა

BM.GE5 ივლისი, 2026, 20:35|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა.

"ასევე დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა.

ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონი, ჩასარიცხი აპარატის კარების გამღები სახელური და გასაღები.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - იტყობინება შსს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE