მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დააკავეს პირი, რომელიც წყნეთში $1,2 მლნ-ად სხვისი მიწის გაყიდვას თაღლითურად ცდილობდა
დააკავეს პირი, რომელიც წყნეთში $1,2 მლნ-ად სხვისი მიწის გაყიდვას თაღლითურად ცდილობდა

დააკავეს პირი, რომელიც წყნეთში $1,2 მლნ-ად სხვისი მიწის გაყიდვას თაღლითურად ცდილობდა

BM.GE24 ივლისი, 2026, 20:15|bm.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყება იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება – კერძოდ, წყნეთში მდებარე 18 000-ზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი.

"ბრალდებული აღნიშნული ქონების გასხვისებას, უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, მიმდინარე წლის 24 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცდილობდა. მიწის შეძენის მსურველთან წინასწარი შეთანხმებით, სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად – 1 200 000 აშშ დოლარად ასხვისებდა, რა დროსაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე", - წერია სუს-ის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

BM.GE

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

BM.GE

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

BM.GE