
დააპატიმრეს პირი, რომელმაც ₾1.6 მილიონის ღირებულების უძრავი ქონებები მოტყუებით გადაიფორმა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით განიზრახა, რომ მოტყუებით დაუფლებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ, 1 602 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს. ბრალდებულმა უცხო ენაზე დამზადებული ყალბი მინდობილობების საფუძველზე უძრავ ქონებებზე ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაადასტურა და შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში წარდგენით უძრავი ქონების მის სახელზე გადაიფორმა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge