მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა" - მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა
"ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა" - მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

"ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა" - მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 15:04|bm.ge

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა - ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

"მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.

აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, დილით დაახლოებით 09:00 საათისთვის მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ამომსვლელი ესკალატორი გაფუჭდა და მგზავრებს, ზედა ვესტიბიულში ასვლა ფეხით უწევდათ. სატრანსპორტო კომპანიამ ესკალატორის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრამდე მეტროსადგური დროებით დახურა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დააპატიმრეს პირი, რომელმაც ₾1.6 მილიონის ღირებულების უძრავი ქონებები მოტყუებით გადაიფორმა

დააპატიმრეს პირი, რომელმაც ₾1.6 მილიონის ღირებულების უძრავი ქონებები მოტყუებით გადაიფორმა

BM.GE

გივი მიქანაძე ADB-ის წარმომადგენლებს განათლების სისტემის რეფორმებსა და პარტნიორობის გაღრმავებაზე ესაუბრა

გივი მიქანაძე ADB-ის წარმომადგენლებს განათლების სისტემის რეფორმებსა და პარტნიორობის გაღრმავებაზე ესაუბრა

BM.GE

შემოქმედებითი სააგენტო Playmakers ICOM NETWORK-ის წევრი ხდება

შემოქმედებითი სააგენტო Playmakers ICOM NETWORK-ის წევრი ხდება

BM.GE

ის, რასაც ბიზნესის დასაფინანსებლად ეძებდით მიკრობანკმა ემბისიმ ბიზნეს პროდუქტების განახლებული ნაკრები - „საღი აზრი“ წარადგინა

ის, რასაც ბიზნესის დასაფინანსებლად ეძებდით მიკრობანკმა ემბისიმ ბიზნეს პროდუქტების განახლებული ნაკრები - „საღი აზრი“ წარადგინა

BM.GE