მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - რომელ სამმართველოებს გადაეცათ ავტომობილები?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - რომელ სამმართველოებს გადაეცათ ავტომობილები?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - რომელ სამმართველოებს გადაეცათ ავტომობილები?

BM.GE28 აგვისტო, 2026, 01:21|bm.ge

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა.

უწყების ცნობით, მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.

მათივე ინფორმაციით, სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს.

"ავტომობილები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის დირექტორ ირაკლი ფურცელაძესთან ერთად, ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ცენტრის რეგიონული ფილიალების მაქსიმალური ოპერატიულობა და მობილობა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავტოპარკის განახლების პროცესი გაგრძელდება - ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ჯამში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 9 განყოფილება და სამმართველო აღიჭურვება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დატბორილი სახლები, ეზოები, საკარმიდამო მიწები - ვითარება ბაღდათის მუნიციპალიტეტში

დატბორილი სახლები, ეზოები, საკარმიდამო მიწები - ვითარება ბაღდათის მუნიციპალიტეტში

BM.GE

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

BM.GE

თერგის კალაპოტიდან დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება გამოვლინდა

თერგის კალაპოტიდან დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება გამოვლინდა

BM.GE

გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძე

გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძე

BM.GE