მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თერგის კალაპოტიდან დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება გამოვლინდა
თერგის კალაპოტიდან დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება გამოვლინდა

თერგის კალაპოტიდან დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება გამოვლინდა

BM.GE28 აგვისტო, 2026, 01:55|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარე თერგის კალაპოტიდან უკანონოდ მოიპოვა 1000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 15 950 ლარი შეადგინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

"ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის მდინარის ეკოსისტემას. მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალის ჭარბმა და უკანონო მოპოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს კალაპოტის დეფორმირება, ნაპირების ჩამოშლა და ნიადაგის ეროზია, ასევე გაზარდოს დასახლებული პუნქტების დატბორვისა და ტერიტორიების წარეცხვის რისკი.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უწყება ოპერატიულად რეაგირებს, მათ შორის, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე",- აღნიშნავენ დეპარტამენტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი ₾51.7 მლნ-მდე გაზარდა

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი ₾51.7 მლნ-მდე გაზარდა

BM.GE

"ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის" - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია

"ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის" - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია

BM.GE

აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან კერძებს შორის მეორე ადგილზეა - TasteAtlas

აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან კერძებს შორის მეორე ადგილზეა - TasteAtlas

BM.GE

დატბორილი სახლები, ეზოები, საკარმიდამო მიწები - ვითარება იმერეთში

დატბორილი სახლები, ეზოები, საკარმიდამო მიწები - ვითარება იმერეთში

BM.GE