მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 21:53|bm.ge

ლისის ტბამ მეოთხე საქველმოქმედო გარბენს უმასპინძლა, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას მიეძღვნა. შეგროვებული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში” გადაირიცხა. ფონდი 2018 წელს „სილქნეტმა“ დააფუძნა სამშობლოს დამცველ გმირებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის მიზნით. ფონდის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი ელჩები, დიპლომატები და სამხედრო ატაშეები.

საქველმოქმედო გარბენის ტრადიციას საფუძველი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივით ჩაეყარა. წინა წლებთან შედარებით, წელს სპორტული ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გარბენი უფრო მასშტაბური გახდა.

ღონისძიების მთვარი სპონსორი იყო კომპანია „სილქნეტი“, ორგანიზატორები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ „თავდაცვის მოხალისე”, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაცია და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“.

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: TKT.GE, ლისის ტბა, TrailLab, „შერატონ მეტეხი პალასი”, „მოგზაური“, „ჯინო ფარადაისი“ და Garmin.

დავით მამულაიშვილი - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა“ და „სილქნეტის” გენერალური დირექტორი : „მარათონი წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და, შეიძლება ითქვას, რომ მან ტრადიციის სახე მიიღო. ეს, პირველ რიგში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ასოციაციციის წევრები: ამერიკის შეeრთებული შტატების, ბრიტანეთის, სლოვაკეთისა, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნების საელჩოები უდიდესი მონდომებით არიან ჩართულნი ამ ღონისძიებაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეგროვებული თითოეული ლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფონდი დახმარებას უწევს არამხოლოდ დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს, არამედ მათ მეუღლეებსა და შვილებსაც. ამ მხარდაჭერას აქვს როგორც მატერიალური, ისე განსაკუთრებული მორალური მნიშვნელობა. მადლობა მინდა გადავუხადო სამხედრო ატაშეებს, ასოციაციას, ღონისძიების თითოეულ მონაწილესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს - ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და, იმედია, მარათონის ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.“

გარბენში მონაწილეობდნენ ქართველი სამხედროები, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მათი ოჯახის წევრები, ბავშვები და სხვა მხარდამჭერები.

მონაწილეებს არჩევანი სამ მარშრუტს შორის ჰქონდათ - 3 კმ-იანი სახალისო გარბენი, 7 კმ-იანი საშუალო შეჯიბრების დისტანცია და 21.1 კმ-იანი ნახევარმარათონი.

7 და 21.1 კმ-იან დისტანციებზე გამარჯვებულ ქალებსა და მამაკაცებს (I-III ადგილები) პრიზები გარბენის მხარდამჭერებმა გადასცეს. მათთვის სპეციალური პრიზები დააწესეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასმა“ და კომპანიებმა Garmin-მა, „მოგზაურმა“ და„ჯინო ფარადაისმა“.

„მოგზაურმა“ სპეციალურ კატეგორიაში პრიზები იმ მოხალისეებსაც გადასცა, რომლებიც მარათონის მსვლელობისას ორგანიზატორებს აქტიურად ეხმარებოდნენ.

ლისის ტბის ადმინისტრაცია უკვე მეოთხე წელია, უსასყიდლოდ უთმობს ტერიტორიას ამ სპორტულ ღონისძიებას. ასევე, TKT.GE რეგისტრაციიდან მიღებულ თანხას სრულად, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გარეშე რიცხავს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში”, ხოლო კომპანია TrailLab გარბენის ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებას ყველა სტანდარტის დაცვით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

TKT.ge-ს მეშვეობით დარეგისტრირებულმა თითოეულმა მონაწილემ ბრენდირებული მაისური და სამახსოვრო მედალი მიიღო. გარბენის შედეგად 15 000 ლარამდე შეგროვდა, რომელიც სრულად ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა.

კომ­პა­ნია სილ­ქნეტ­მა „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“ 2018 წელს და­ა­ფუძნა და ყო­ველ­წლი­უ­რად 300 000 ლა­რის დო­ნა­ცი­ით მო­ნა­წი­ლე­ობს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში.

ფონდში წვლილის შეტანა და გმირების მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

• ვებგვერდი: www.wwsf.ge (საბანკო გადარიცხვით) • საქველმოქმედო ნომერი: 0 901 777 771

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლება მისცა

ტრამპმა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლება მისცა

BM.GE

გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE

აშშ-მა და ჩინეთმა სასურსათო პროდუქციის ვაჭრობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ჩინეთმა სასურსათო პროდუქციის ვაჭრობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

BM.GE