მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დაგეგმილია 18 ცენტრის პროექტირება და მშენებლობა" - როგორ ემზადება საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის?
"დაგეგმილია 18 ცენტრის პროექტირება და მშენებლობა" - როგორ ემზადება საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

"დაგეგმილია 18 ცენტრის პროექტირება და მშენებლობა" - როგორ ემზადება საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

BM.GE24 მაისი, 2026, 19:01|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები აქტიურად ხორციელდება ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისის „აიას“ სარაგბო კომპლექსში. ამ ეტაპზე სამივე ლოკაციაზე მიმდინარეობს ბალახის მოწყობის სამუშაოები, ქუთაისში კი პარალელურად სამღებრო სამუშაოებიც სრულდება. ასევე მზადდება ტრიბუნები და ეტაპობრივად წესრიგდება დამხმარე ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, გიორგი შონიამ განაცხადა, რომ საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით მიმდინარეობს რაგბის ტექნიკური ცენტრების განვითარება. ჯამში დაგეგმილია 18 ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც 12 ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო 6 ლოკაციაზე სატენდერო პროცესი.

"პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების მოედნების, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, განათების სისტემების, გასახდელების, საშხაპეების და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მისი თქმით, სპორტული პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას რეგიონებში. ფონდი მუშაობს, რომ პროექტი მაქსიმალურად მოიცავდეს ყველა რეგიონს და განვითარდეს ქვეყნის მასშტაბით. განახლებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საერთაშორისო სარაგბო ღონისძიებების უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ჩატარებას", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარებარუსთავი 2
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE