მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 20:46|bm.ge

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი დამსაქმებლებისთვის საპენსიო ჯარიმების ამნისტიასა და სანქციების ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო შენატანისა და საურავის გადახდის ვალდებულება კვლავ დარჩენილი აქვს 4 673 დამსაქმებელს (ჯამში 23.5 მლნ ლარის ოდენობით), რომელთაც 13.4 მლნ ლარის ჯარიმა აქვთ დაკისრებული.

რა ცვლილებები შედის კანონში:

• ჯარიმების ამნისტია: დამსაქმებლები 2025 წლის 1 მაისის შემდგომ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, თუ საპენსიო შენატანებსა და საურავებს სრულად დაფარავენ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. • ჯარიმის ოდენობის შემცირება: თითოეულ დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება (აქამდე პირველ ჯერზე 500 ლარი იყო, ხოლო განმეორებისას — 1 000 ლარი). • 10-დღიანი საშეღავათო პერიოდი: დარღვევის გამოვლენისას დამსაქმებელს ეძლევა 10 სამუშაო დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად — თუ შენატანი ამ ვადაში დაიფარება, ჯარიმა გაუქმდება. • განვადების შესაძლებლობა: საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა შესაძლებელი გახდება 18 თვემდე ვადით. • დავების განხილვის სამსახური: საპენსიო ფონდში იქმნება დამოუკიდებელი დავების განხილვის სამსახური, რომელიც განიხილავს როგორც დამსაქმებელთა საჩივრებს, ისე მონაწილეებთან დაკავშირებულ საკითხებს (პენსიის დანიშვნა, სქემიდან გასვლა).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

არამეწარმე ფიზიკური პირები პროდუქციის რეალიზაციისას შესაძლოა, საშემოსავლო და დღგ-თი დაიბეგრონ - რა იცვლება 1 დეკემბრიდან?

არამეწარმე ფიზიკური პირები პროდუქციის რეალიზაციისას შესაძლოა, საშემოსავლო და დღგ-თი დაიბეგრონ - რა იცვლება 1 დეკემბრიდან?

BM.GE

პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შენელების გამო Intel-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა

პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შენელების გამო Intel-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა

BM.GE

Apple-მა რეიტინგში #1 ადგილი დაიბრუნა, მან კაპიტალიზაციით NVIDIA-ს გადაასწრო

Apple-მა რეიტინგში #1 ადგილი დაიბრუნა, მან კაპიტალიზაციით NVIDIA-ს გადაასწრო

BM.GE