
პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შენელების გამო Intel-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა
ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Intel-მა 2026 წლის მესამე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, კომპანიის შემოსავალი წლიურად 21%-ით, $16.51 მილიარდამდე გაიზარდა და უოლ-სტრიტის მიერ ნავარაუდებ $16.5 მილიარდს გადააჭარბა. კომპანიის ანგარიშის თანახმად, ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ 52 ცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები 40 ცენტს ელოდნენ.
რაც შეეხება კონკრეტულ სეგმენტებს, მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნური ინტელექტის დანაყოფის შემოსავალი წლიურად 78%-ით გაიზარდა და $7.3 მილიარდს მიაღწია. თუმცა, ამის საპირისპიროდ, პერსონალური კომპიუტერებისა და ფიზიკური AI-ის მიმართულების შემოსავალი წლიურად 5%-ით, $8.1 მილიარდამდე შემცირდა და ანალიტიკოსების მოლოდინს ჩამორჩა.
როგორც ირკვევა, მეხსიერების ჩიპებისა და სხვა კომპონენტების გაძვირების ფონზე, მეორე კვარტალში პერსონალური კომპიუტერების გლობალური მიწოდება წლიურად 4%-ით შემცირდა.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, მეოთხე კვარტალში Intel-ი $15-16 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებას, რაც ერთ აქციაზე მხოლოდ 25 ცენტის მოგებას ნიშნავს. როგორც მედია წერს, სწორედ ამ ინფორმაციის გაჟღერებამ გამოიწვია კომპანიის აქციების 21%-ით შემცირება. ინფორმაციისთივს, უოლ-სტრიტი მოელოდა, რომ ზრდა $17.1 მლრდ. იქნებოდა.
Intel-ის ფინანსურმა დირექტორმა, დეივიდ ზინსნერმა განმარტა, რომ პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შენელება, სულ მცირე, მომავალი წლის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.
აღსანიშნი ფაქტია, რომ შემცირებულ პროგნოზზე გავლენა იქონია ისრაელის საწარმოში მომხდარმა აფეთქებამ, რასაც ორი თანამშრომლის დაღუპვა და ერთის მძიმე დაშავება მოჰყვა. ხელმძღვანელობის განცხადებით, საწარმოს იძულებითი გაჩერება 10-ნანომეტრიანი ჩიპების მიწოდებას შეაფერხებს და ორ კვარტალში კომპანიას დაახლოებით $600 მილიონის შემოსავალს დააკარგვინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge