მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა“ - ენგურჰესის დირექტორი
„დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა“ - ენგურჰესის დირექტორი

„დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა“ - ენგურჰესის დირექტორი

BM.GE25 ივლისი, 2026, 15:38|bm.ge

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა 500-კილოვატიანი ხაზის „იმერეთის“ გამორთვამ გამოიწვია - ამის შესახებ „ტვ პირველს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა, ლევან მებონიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, სწორედ ამ ხაზზეა დამოკიდებული მთელი საქართველოს ელექტრომომარაგება. ლევან მებონია ამ ეტაპზე ვერ ამბობს, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ხაზის დაზიანება.

„ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი "იმერეთი", ვაერთებთ აგრეგატებს და აღდგება მალე. ძირითადი დატვირთვა ენგური უკავშირდება ელექტრონულ სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა - რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, - აცხადებს „ენგურჰესის“ დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგია პარალელურად ოკუპირებულ აფხაზეთსაც შეუწყდა.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება დილის 08:00 საათიდან შეწყდა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებით, ამ დროისთვის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგათ. უწყებაში აცხადებენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზები, რამაც სისტემის სრული გათიშვა გამოიწვია, ამ ეტაპზე უცნობია. ჯერ კიდევ უცნობია ისიც, რამ გამოწივია დენის გათიშვა 24 ივლისის ღამეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ჩვენი მტრები უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე. ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდებაიმედი
  • ნეპალის პოლიციამ 4 დღის განმავლობაში ნანგრევებში მყოფი ბავშვის გადარჩენა მოახერხა - მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენრუსთავი 2
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი

შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი

BM.GE

რუსეთმა სანკტ-პეტერბურგში გერმანიის საკონსულო დახურა

რუსეთმა სანკტ-პეტერბურგში გერმანიის საკონსულო დახურა

BM.GE

ევროკავშირმა და სომხეთმა უკანონო მიგრაციის აღკვეთის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ევროკავშირმა და სომხეთმა უკანონო მიგრაციის აღკვეთის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

BM.GE

“ღარიბაშვილის საქმეზე” საპროცესო შეთანხმება არ ეხება 10-წლიან სასჯელს, რაც ბურჭულაძეს უკვე მისჯილი აქვს| პროკურატურა

“ღარიბაშვილის საქმეზე” საპროცესო შეთანხმება არ ეხება 10-წლიან სასჯელს, რაც ბურჭულაძეს უკვე მისჯილი აქვს| პროკურატურა

BM.GE