მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათ

ფორმულა|formulanews.ge

დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ათასობით ახალგაზრდამ გაიგო, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. ეს მათი დიდი შრომის შედეგია და, ბუნებრივია, სიხარულის დღეა ოჯახებისთვისაც. ყველას, ვინც სტუდენტი გახდა, გულწრფელად ვულოცავ - წარმატებას, კარგ განათლებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვუსურვებ.

მაგრამ ამ საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ. საუკეთესო პროგრამების ნაწილი მილევად რეჟიმზე გადადის, სწავლებისთვის აუცილებელი წლების შემცირება კი პროგრამების ხარისხს გარდაუვლად დააზიანებს.

პრობლემა უნივერსიტეტში არ იწყება. სკოლას ოფიციალურად ერთი, ფაქტობრივად კი ორი წელი აკლდება. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას იმ ელემენტარული ცოდნისა და უნარების გარეშე დაასრულებს, რომელთა შევსებაც შემდეგ უნივერსიტეტს ძალიან გაუჭირდება. ამ ფონზე, ერთადერთი, ვითომ პოზიტიური ინიციატივაც კი - სასკოლო ფორმები - სრული აბსურდით სრულდება: სახელმწიფომ მილიონები დახარჯა ფორმალური თანასწორობისთვის, ახლა კი ირკვევა, რომ ვისაც მეტი ფული აქვს, შვილს უკეთესი ხარისხის ფორმას მაინც შეუკერავს. ანუ თანასწორობა ვერ მივიღეთ, უთანასწორობას კი ახალი უნიფორმა ჩავაცვით.დღეს სტუდენტებს კობახიძეც ულოცავს და ამბობს, რომ განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა. სიტყვები სწორია. ოღონდ ამ სიტყვების უკან იკვეთება ეროვნული მასშტაბის საგანმანათლებლო კატასტროფა და სულ უფრო ბუნდოვანი მომავალი მათთვის, ვისაც მთავრობა ასე საზეიმოდ ულოცავს.

დღესვე გავრცელდა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბავშვის, მაქსიმე კახიძის ვიდეო. მაქსიმემ ორი თვის წინ ქალაქის მერს საბავშვო მოედნის აღდგენა სთხოვა. მისი ხმა მოისმინეს, მოედანი გახსნეს, თავად კი ნიუ-იორკის მერის გვერდით დადგა და თანატოლებს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ უთხრა: თუ ხედავთ, რომ რაღაც შესაცვლელია, თქვით - თქვენს ხმას მნიშვნელობა აქვს.

ამ ვიდეოს საქართველოში ოცნების მომხრეებიც აღფრთოვანებით აზიარებენ და მართლაც, საამაყოა მაქსიმეს გამბედაობა და გონიერება. მაგრამ ამ ამბავში მხოლოდ ქართველი ბავშვის წარმატება არ ჩანს - ჩანს სახელმწიფოც, რომელიც ბავშვს უსმენს და მოქალაქეს ადრეული ასაკიდანვე ასწავლის, რომ აქტიურობას შედეგი მოაქვს.

და აი აქ ხვდება დღევანდელი ორი ამბავი ერთმანეთს:ნიუ-იორკში ქართველი ბავშვის ერთ ვიდეოს ხელისუფლების სწრაფი და კონკრეტული პასუხი მოჰყვა. საქართველოში კი ათასობით ახალგაზრდის ხმა, მრავალთვიანი პროტესტი და ევროპული მომავლის დაცვის მოთხოვნა მთავრობამ მოსასმენ აზრად კი არა, მტრულ მოქმედებად გამოაცხადა. მათ წყლის ჭავლით, გაზით, ცემითა და დაპატიმრებით უპასუხა, "უცხო ძალის" სამსახური დააბრალა და საკუთარი ქვეყნისთვის საფრთხედ წარმოაჩინა.

ამიტომაა დღევანდელი სიხარული სევდანარევი: ახალგაზრდებმა უნივერსიტეტებში ჩააბარეს, მაგრამ ქვეყანას ჯერ ისევ ჩასაბარებელი აქვს მთავარი გამოცდა - შეძლებს თუ არა მათთვის შექმნას სახელმწიფო, სადაც ხარისხიან განათლებას მიიღებენ, არჩევანს პატივს სცემენ და ახალგაზრდის ხმას საფრთხედ კი არა, მომავლის გზამკვლევად აღიქვამენ.

მაქსიმეს სიტყვები საქართველოშიც გასაგონად უნდა ჟღერდეს: თქვენს ხმას მნიშვნელობა აქვს. პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას სწორედ ამ ხმის ეშინია, რადგან განათლებული, თავისუფალი და ევროპული მომავლის მსურველი ახალგაზრდა მისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია კი არა, მითვისებული ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • თორნიკე ფაღავა: ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულები არიან იმით, რომ როგორმე ავნონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიიმედი
  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
  • Nasdaq-ი ამერიკული აქციებით ვაჭრობას თითქმის 23-საათიან რეჟიმში იწყებსBM.GE
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ფორმულა

სააგენტო: ცალკეულ რეგიონებში 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება

სააგენტო: ცალკეულ რეგიონებში 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება

ფორმულა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

ფორმულა

ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

ფორმულა