მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე "თავდაცვის ძალები 2035" - პრემიერი
დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე "თავდაცვის ძალები 2035" - პრემიერი

დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე "თავდაცვის ძალები 2035" - პრემიერი

BM.GE26 ივნისი, 2026, 21:25|bm.ge

საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“.

როგორც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას კობახიძემ განაცხადა, ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით.

მისივე თქმით, გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით.

„დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“. ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით. გრძელდებოდა ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებული სისტემების დანერგვა, მიმდინარეობდა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება. გრძელდებოდა დაზვერვის ქვედანაყოფების თანამედროვე სისტემებით აღჭურვა. მიმდინარეობდა არსებული საარტილერიო შესაძლებლობების მოდერნიზება. გაგრძელდა საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება. თავდაცვის ძალებმა მიიღო როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობდა უპილოტო და კონტრ უპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების მასშტაბური პროექტი. მიმდინარეობდა ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე ტაქტიკური რადიოსისტემებით. გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა. ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით.

„დელტაში“ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჯავშანჩაფხუტების და ჯავშანჟილეტების წარმოებისა და სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. „დელტა ვებეს“ მიერ გრძელდება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი სისტემების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 180 სამხედრო ობიექტზე. დასრულდა სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების თანამედროვე სტანდარტების ბაზების მშენებლობა. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომელიც განხორციელდა თავდაცვის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

კარგი იქნება, თუ [სუს-ის გამოძიება] მალე დასრულდება და ბიზნესს ეს პრობლემა მოშორდება|რითეილ ასოციაცია

კარგი იქნება, თუ [სუს-ის გამოძიება] მალე დასრულდება და ბიზნესს ეს პრობლემა მოშორდება|რითეილ ასოციაცია

BM.GE

საჯარო სერვისების ფორუმზე არ მიიწვიეს ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ საკითხზე - IDFI

საჯარო სერვისების ფორუმზე არ მიიწვიეს ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ საკითხზე - IDFI

BM.GE

უხვი ნალექის ფონზე, რეგიონებში ხვნა-თესვის და მოსავლის აღების სამუშაოები ფერხდება - ფერმერთა ასოციაცია

უხვი ნალექის ფონზე, რეგიონებში ხვნა-თესვის და მოსავლის აღების სამუშაოები ფერხდება - ფერმერთა ასოციაცია

BM.GE