მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უხვი ნალექის ფონზე, რეგიონებში ხვნა-თესვის და მოსავლის აღების სამუშაოები ფერხდება - ფერმერთა ასოციაცია
უხვი ნალექის ფონზე, რეგიონებში ხვნა-თესვის და მოსავლის აღების სამუშაოები ფერხდება - ფერმერთა ასოციაცია

უხვი ნალექის ფონზე, რეგიონებში ხვნა-თესვის და მოსავლის აღების სამუშაოები ფერხდება - ფერმერთა ასოციაცია

BM.GE26 ივნისი, 2026, 21:41|bm.ge

საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულსა და ზაფხულში არამდგრადი ამინდისა და უხვი ნალექის ფონზე, ფერმერები არაერთი გამოწვევის წინაშე დადგნენ.

როგორც BMG-სთან ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტმა, ილია კუნჭულიამ განაცხადა, რეგიონებში მოსულმა სეტყვამ შეფერხებები გამოიწვია ხვნა-თესვაში და სხვადასხვა აგროოპერაციის ჩატარებაში.

“წელს ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დიზელის ფასები იყო. გარდა ამისა, გაძვირდა სარწყავი წყალი, გაძვირდა ელექტროენერგია, ასევე მომატებული არის მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქის ფასი, თესლების და ნერგების ფასი, პრობლემაა მუშახელთან დაკავშირებითაც და ამას ემატება ამინდის და კლიმატის მიერ გამოწვეული პრობლემები. 2026 წლის გაზაფხული და ზაფხული საკმაოდ გრილი და ნალექიანი არის საქართველოში. სეტყვაც იყო რამდენჯერმე და ეს პრობლემას უქმნის ფერმერებს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა კულტურის მიხედვით. რამაც შეფერხებები გამოიწვია ხვნა-თესვაში, სხვადასხვა აგროოპერაციის ჩატარებაში და ახლა მოსავლის აღება იწყება მარცვლეული კულტურებისთვის და ამას აყოვნებს, იმიტომ რომ უხვმა ნალექმა ბევრი მავნებელი დაავადების გავრცელება გამოიწვია”, - განაცხადა ილია კუნჭულიამ.

ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი აღნიშნავს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, აუცილებელია ფერმერებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მეტად ხელმისაწვდომი იყოს ისეთი ტექნოლოგიები როგორიცაა მაგალითად, სეტყვისგან დამცავი ბადეები.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამინდი ყოველ წელს არ არის მდგრადი, სტაბილურობით არ გამოირჩევა არც ნალექები და ძალიან რთულია ფერმერებისთვის, რომ სწორი მოლოდინები ჰქონდეთ. საჭირო არის, რომ მათ შეეძლოთ ადაპტაცია, შეგუება ამ პირობებთან, რისთვისაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება, რომ განავითარონ თავიანთი ბიზნეს მოდელები. პირველ რიგში, აგროდაზღვევა არის განვითარებულ ქვეყნებში გამოსავალი, თუმცა საქართველოში მოქმედ სისტემას გარკვეული პრობლემები აქვს სხვადასხვა ადმინისტრაციული კუთხით და აღსრულების კუთხით, ფერმერების ნდობის მიმართულებით და აგროდაზღვევის სისტემის რეპუტაციის მიმართულებით ზოგადად, რაზეც ბევრი სამუშაო არის.

მეორე მხრივ, საჭირო არის ფინანსები. იმისათვის, რომ ფერმერმა შეძლოს, რომ შეეგუოს კლიმატის ცვლილებას და არასტაბილურ ამინდს, საჭირო არის ინვესტიცია, რისი საშუალებაც მათ ხშირად არ აქვთ, იმისდა მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამებს აქვს სხვადასხვა მიმართულებით დახმარების მექანიზმი, მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტი, თუნდაც „დანერგე მომავალში“ არის სეტყვისგან დამცავი ბადეების თანადაფინანსების კომპონენტი, თუმცა იმდენად ძვირი ჯდება და სპეციფიკურია, მასიურად ვერ ხდება მისი გავრცელება და გამოყენება”, - განაცხადა ილია კუნჭულიამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კარგი იქნება, თუ [სუს-ის გამოძიება] მალე დასრულდება და ბიზნესს ეს პრობლემა მოშორდება|რითეილ ასოციაცია

კარგი იქნება, თუ [სუს-ის გამოძიება] მალე დასრულდება და ბიზნესს ეს პრობლემა მოშორდება|რითეილ ასოციაცია

BM.GE

საჯარო სერვისების ფორუმზე არ მიიწვიეს ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ საკითხზე - IDFI

საჯარო სერვისების ფორუმზე არ მიიწვიეს ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ საკითხზე - IDFI

BM.GE

დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე "თავდაცვის ძალები 2035" - პრემიერი

დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე "თავდაცვის ძალები 2035" - პრემიერი

BM.GE

რაზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში 11 ივნისის შეხვედრაზე? - საგარეოს პასუხი

რაზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში 11 ივნისის შეხვედრაზე? - საგარეოს პასუხი

BM.GE