მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაკავშირებადობის ნაწილში გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, თუმცა აქაც არსებობს პირობები - მარტა კოსი
დაკავშირებადობის ნაწილში გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, თუმცა აქაც არსებობს პირობები - მარტა კოსი

დაკავშირებადობის ნაწილში გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, თუმცა აქაც არსებობს პირობები - მარტა კოსი

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 19:34|bm.ge

გაფართოების საკითხებში ევროკომისა მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთან უკეთეს ურთიერთობას დაკავშირებადობის დღის წესრიგის ფარგლებში, თუმცა ამ ნაწილშიც არსებობს პირობები. ამის შესახებ მან გაფართოების ფორუმის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს და ეს ის არის, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ. თუმცა ცხადია, ხელისუფლებამ სწორი მიმართულებით უნდა იაროს. გაფართოების ანგარიშში მკაფიოდ არის გაწერილი, რას ველით მთავრობისგან.

კიდევ რა მიმართულებით შეგვიძლია საქართველოსთან თანამშრომლობა? ეს განსაკუთრებით დაკავშირებადობის სფეროს ეხება. მოგეხსენებათ, დაკავშირებადობის დღის წესრიგი დღეს ევროკომისიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ვგულისხმობ იმას თუ როგორ გავაუმჯობესოთ კავშირები ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, საქართველო კი ბუნებრივია, ამ გზაზე მდებარეობს. თუმცა გარკვეული პირობები ამ მიმართულებითაც არსებობს.

როგორც იცით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ბულგარეთში დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება და ვიმედოვნებ, ამ საკითხის განსახილველად ყველა ლიდერი ჩამოვა. არ გვსურს, საქართველო გამოაკლდეს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესებს, რომლებსაც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სფეროებში ვახორციელებთ. გასულ კვირას კიშინიოვში ციფრული დაკავშირებადობის კონფერენციას ვესწრებოდი, სადაც საქართველოს წარმომადგენლებიც მივიწვიეთ, თუმცა მათ ჩამოსვლა არ ისურვეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ კვლავ მოვიწვევთ. მჯერა, რომ ჩართულობა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, შედეგები მათი მხრიდანაც უნდა დავინახოთ", - განაცხადა კოსმა.

დღეს, 16 ნოემბერს, ბრიუსელში გაფართოების ფორუმი და რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალი იმართება. ღონისძიებებს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის მინისტრები ესწრებიან. საქართველო არცერთ ფორმატში არ არის წარმოდგენილი, რადგან ელჩის დონეზე იყო მიწვეული, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სანამ შესაბამის დონეზე მოწვევას არ მიიღებენ, ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ₾40 400-ის 166 გრამი ოქროს ნაკეთობები მალულად შემოჰქონდა | RS

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ₾40 400-ის 166 გრამი ოქროს ნაკეთობები მალულად შემოჰქონდა | RS

BM.GE

კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე

კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე

BM.GE

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

BM.GE

III კვარტალში საქართველოში 19.6 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა | საქსტატი

III კვარტალში საქართველოში 19.6 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა | საქსტატი

BM.GE