მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დარგი არ იმსახურებს დამატებით საგადასახადო შეღავათებს" – ნიკოლოზ ალავიძე აზარტული თამაშების ბიზნესზე
"დარგი არ იმსახურებს დამატებით საგადასახადო შეღავათებს" – ნიკოლოზ ალავიძე აზარტული თამაშების ბიზნესზე

"დარგი არ იმსახურებს დამატებით საგადასახადო შეღავათებს" – ნიკოლოზ ალავიძე აზარტული თამაშების ბიზნესზე

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 14:36|bm.ge

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკა ალავიძის შეფასებით, აზარტული თამაშების კანონში ცვლილებების ანალიზის, გავლენის შეფასებისა და საჯარო განმარტების გარეშე შეტანა, აჩენს ეჭვს, რომ პროცესი კონკრეტულ კერძო ინტერესებს ემსახურება.

"საქმის კურსთან" საუბრისას ის კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს და ამბობს:

„სასწორის პინებზე რომ დავდოთ - მეორე მხარეს არსებული გაზრდილი სოციალური და ეკონომიკური რისკები ამ შეღავათად არ ღირს. ეს დარგი არ იმსახურებს დამატებით საგადასახადო შეღავათებს და არც იმხელა მულტიპლიკატორის ეფექტს ქმნის, რომ ტურიზმის განვითარებისთვის კრიტიკული იყოს“, — აცხადებს ალავიძე.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სექტორის ბრუნვა 88 მილიარდ ლარს აღწევს, მისი რეალური წვლილი ეკონომიკაში მცირეა.

„საქსტატის მონაცემებით, სექტორში პირდაპირ 13 200-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო სექტორის მიერ ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიცია მხოლოდ 63 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან მობილიზებული გადასახადები ბიუჯეტის სასარგებლოდ 1,75 მილიარდი ლარია, რაც 2%-ზე ნაკლებია. თითქოს კარგია, მაგრამ თუ ამას ჩავშლით, თვითონ ამ დარგს ₾300 მილიონზე მეტი არა აქვს გადახდილი. დანარჩენი ეს მობილიზებული გადასახადი არაპირდაპირია - ვიღაცამ ფსონი დადო, მოიგო და იმ მოგების გადასახადი რომ გადაიხადა, ვინც ამ სერვისებით სარგებლობს, მისი გადახდილი გადასახადია“, - ამბობს ალავიძე "საქმის კურსთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, საკითხი საზოგადოებისთვის სენსიტიურია, იმდენად, რამდენადაც ლუდომანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული მძიმე დაავადებაა. პროცესის ბუნდოვანება და სოციალური რისკების იგნორირება კი, სახელმწიფოს მხრიდან გააზრებული გრძელვადიანი გეგმის გარეშე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გადამუშავებულია 323.3 ათას ტონამდე ყურძენი - რთველი დასასრულს უახლოვდება

გადამუშავებულია 323.3 ათას ტონამდე ყურძენი - რთველი დასასრულს უახლოვდება

BM.GE

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 9 ამერიკელი ტუროპერატორი გაეცნო - GNTA

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 9 ამერიკელი ტუროპერატორი გაეცნო - GNTA

BM.GE

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი

BM.GE

№21 საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები შენობის ექსპერტიზის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენ

№21 საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები შენობის ექსპერტიზის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენ

BM.GE