მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “დასაქმების ბაზარმა ნაკლებანაზღაურებადი პოზიციები ნელ-ნელა გაიწოვა” - მედეა ტაბატაძე
“დასაქმების ბაზარმა ნაკლებანაზღაურებადი პოზიციები ნელ-ნელა გაიწოვა” - მედეა ტაბატაძე

“დასაქმების ბაზარმა ნაკლებანაზღაურებადი პოზიციები ნელ-ნელა გაიწოვა” - მედეა ტაბატაძე

BM.GE7 მაისი, 2026, 23:17|bm.ge

ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა შრომის ბაზარზე ახალ მოცემულობას აყალიბებს. რეკრუტინგული კომპანია “ინსორსის” მმართველი პარტნიორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ დასაქმების ბაზარი როგორც გლობალურად, ისე ლოკალურ დონეზე მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, რაც აისახება ვაკანსიების შინაარსსა და ანაზღაურებაზე.

მედეა ტაბატაძის თქმით, ყველაზე დიდ დარტყმას ახალკურსდამთავრებულები მიიღებენ, რადგან დამსაქმებლები სულ უფრო ხშირად ამჯობინებენ ინვესტიცია ტექნოლოგიებში ჩადონ, ვიდრე გამოუცდელი კადრების მომზადებაში. AI ეფექტურად ანაცვლებს რუტინულ და სტანდარტიზებულ სამუშაოებს, თუმცა მისი თქმით, ბაზარი კიდევ უფრო მეტად დააფასებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს.

“ახალი კურსდამთავრებულებისთვის კონკურენცია მაღალია. აქ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად ტექნოლოგიის გავლენაა. ახალ კურსდამთავრებულებს ჯერჯერობით არ აქვთ დაგროვილი კომპეტენცია და სამუშაო გამოცდილება, შესაბამისად დამსაქმებელმა შეიძლება უფრო მეტად ტექნოლოგიას ანდოს ის საქმე, ვიდრე, მაგალითად, ინვესტიცია გააკეთოს ახალ კურსდამთავრებულში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც, მაგალითად, ხაზგასმით გამოკვეთილი უნარები ექნება ახალგაზრდას, რაც კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში აინტერესებს.

ეს უკვე მოცემულობაა და ამაზე ბევრი საუბრობს, რომ ახალი კურსდამთავრებულებისთვის სამუშაოს მოძიება გართულდა და კიდევ უფრო გართულდება. აქაც შეგვიძლია, რომ ნელ-ნელა გარკვეული შემზადება გამოვაცხადოთ, იმიტომ რომ მე უკვე მესმის არაფორმალურად, რომ მაგალითად ურჩევნიათ, რომ იგივე ტექნოლოგია გამოიყენონ, ვიდრე მაგალითად ახალი კურსდამთავრებული აიყვანონ.

ამასთან, ბაზარი უფრო დააფასებს კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს. ვინაიდან ამ ეპოქაში, გლობალურად და ჩვენთანაც, პროგნოზი ასეთი არის, რომ ორგანიზაციები, დამსაქმებლები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ კვალიფიკაციას კონკრეტული მიმართულებით და ბაზარი კიდევ უფრო დააფასებს კომპეტენციებს, გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ისეთ უნარებს, რასაც მაგალითად ტექნოლოგია და ავტომატიზაცია ვერ შეძლებს. ჯერჯერობით რასაც ვერ ჩაანაცვლებს, არის ის, რასაც სჭირდება კომუნიკაცია, სერვისი..",-აცხადებს ტაბატაძე.

დასაქმების სტრუქტურა მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოშიც. PMC-ის კვლევაზე დაყრდნობით, მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი ტენდენცია: 600 ლარამდე ხელფასის მქონე პირთა რაოდენობა მცირდება და ბაზარმა ასეთი პოზიციები ნელ-ნელა „გაიწოვა”. ამასთან მკვეთრად იზრდება იმ პირთა ხვედრითი წილი, რომელთა ანაზღაურება 2400 ლარს აღემატება. მისი თქმით, საქართველოში საშუალო ანაზღაურება უკვე 2400 ლარის ნიშნულზეა.

“იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 600 ლარამდე ანაზღაურებას იღებენ, დასაქმებულთა ჯამურ რაოდენობაში მცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, დასაქმების ბაზარმა ნაკლებანაზღაურებადი პოზიციები ნელ-ნელა გაიწოვა…

სად გაქრა 600 ლარიანი ანაზღაურებები? ერთი უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ თვითონ დასაქმების მსურველებისკენ იყო ერთი პერიოდი მოლაპარაკების ძალა, როდესაც ვსაუბრობდით, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და მიწოდება ნაკლებია. ის, ვინც თავის რესურსს სთავაზობს კერძო სექტორს, ფასს თვითონ ადებს. ამიტომ ჩემი ვარაუდით, ანაზღაურებები გაიზარდა, შესაბამისად დავადასტურებ ამას ციფრით, რომ 2400 ლარი არის საშუალო ანაზღაურება საქართველოში. ასევე დავადასტურებ იმასაც, რომ ისეთი პოზიციები, რომლებიც მაგალითად 600 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებასაც იღებდნენ, ასეთი სამუშაოები ნელ-ნელა კიდევ უფრო შემცირდება და გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”,-აცხადებს მედეა ტაბატაძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ I კვარტალში $5.1 მილიონის ქაღალდი და მუყაო იყიდა|სად ვყიდულობთ?

საქართველომ I კვარტალში $5.1 მილიონის ქაღალდი და მუყაო იყიდა|სად ვყიდულობთ?

BM.GE

[ოცნება] ევროკავშირთან "ცივი ომის" მდგომარეობაშია|გიორგი ბადრიძის ანალიზი

[ოცნება] ევროკავშირთან "ცივი ომის" მდგომარეობაშია|გიორგი ბადრიძის ანალიზი

BM.GE

ბაზარი ორბელიანზე ახალი ჩიზქეიქების ობიექტი "ციზი ჩიზქეიქი" გაიხსნა|როგორ იქცა იდეა, სრულფასოვან ბიზნესად?

ბაზარი ორბელიანზე ახალი ჩიზქეიქების ობიექტი "ციზი ჩიზქეიქი" გაიხსნა|როგორ იქცა იდეა, სრულფასოვან ბიზნესად?

BM.GE

SpaceX ტეხასში $55-მილიარდიანი ჩიპების საწარმოს, Terafab-ის მშენებლობას გეგმავს

SpaceX ტეხასში $55-მილიარდიანი ჩიპების საწარმოს, Terafab-ის მშენებლობას გეგმავს

BM.GE