მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაცულ ტერიტორიებზე 4 ახალი ვიზიტორთა ცენტრი და 150 კმ-იანი ბილიკები მოეწყობა - რამდენი დაიხარჯება?
დაცულ ტერიტორიებზე 4 ახალი ვიზიტორთა ცენტრი და 150 კმ-იანი ბილიკები მოეწყობა - რამდენი დაიხარჯება?

დაცულ ტერიტორიებზე 4 ახალი ვიზიტორთა ცენტრი და 150 კმ-იანი ბილიკები მოეწყობა - რამდენი დაიხარჯება?

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 18:47|bm.ge

დაცულ ტერიტორიებზე წელს ოთხი ახალი ვიზიტორთა ცენტრისა და 150 კილომეტრის სიგრძის ბილიკების ქსელის მოწყობა დაიწყო. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტზე, სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, პროექტი კვერეთის, ტანას, რაჭისა და ერუშეთის დაცულ ტერიტორიებს მოიცავს და მისი ბიუჯეტი 16 მილიონ ლარს აღემატება.

მისი ინფორმაციით, პროექტი KfW-ისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ვიზიტორებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ადმინისტრაციებისა და რეინჯერებისთვის შესაბამისი სივრცეების შექმნასაც ითვალისწინებს.

„წელს დავიწყეთ ოთხი საინტერესო პროექტი, რომლებიც KfW-ისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კვერეთის, ტანას, რაჭისა და ერუშეთის ტერიტორიებზე ეწყობა ვიზიტორთა ცენტრები. ეს ერთი მხრივ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ შესაბამისი საოფისე სივრცეები, ხოლო მეორე მხრივ, მოვაწყოთ სამუზეუმო და საინტერპრეტაციო სივრცეები, სადაც ვიზიტორებს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა საინტერპრეტაციო ელემენტის გაცნობა შეეძლებათ“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კვერეთის, ტანასა და რაჭის დაცულ ტერიტორიებზე 150 კილომეტრის სიგრძის ბილიკები მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 7 ტურისტული და 6 სარეინჯერო თავშესაფრის მშენებლობა. პარალელურად, დასრულებულია ზედაზენზე თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ამჟამად მისი გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.

„მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ზედაზენზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დავასრულეთ. გადმობარების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, იქ ეკოგანათლების მიმართულებით საგამოფენო დარბაზი მოვაწყოთ და ვიზიტორებს ტყის შუაგულში საინტერესო საინტერპრეტაციო სივრცეები შევთავაზოთ“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ცნობით, დასრულებულია 168 კილომეტრის სიგრძის ველობილიკებისა და საპიკნიკე სივრცეების მოწყობაც. ინფრასტრუქტურა თბილისიდან დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს და მოქალაქეებს სალაშქრო და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა სათაფლიას მონაკვეთზე, ხოლო პრომეთეს მღვიმისა და მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორიებზე სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. წლის ბოლომდე იგეგმება ოკაცეს კანიონის შესასვლელში ახალი ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაც. ამასთან, სააგენტო რეინჯერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასაც ავითარებს. წლის ბოლომდე სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე 34 სამცველოსა და 5 სარეინჯეროს მოწყობა დასრულდება.

„დაცვის მიმართულებით წელს აქტიურად დავიწყეთ და წლის ბოლომდე დასრულდება 34 სამცველოსა და 5 სარეინჯეროს მოწყობა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. ეს გააუმჯობესებს ჩვენი რეინჯერების სამუშაო პირობებს ველზე. ხშირად მათ 24-საათიანი პატრულირება და ადგილზე გადაადგილება უწევთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის ტერიტორიებზე ჰქონდეთ სივრცეები, სადაც შეძლებენ დასვენებას და მორიგეობას“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ჟესტებით წარმოდგენილი "ჩხიკვთა ქორწილი" გურჯაანის კულტურის ცენტრში - სპექტაკლის პრემიერისთვის პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები რამდენიმე თვე ემზადებოდნენრუსთავი 2
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ათობით მოზარდს შორის ჩხუბი მოხდანეტგაზეთი
  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
ცენტრის →

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE