მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და მის გარემოცვას" - საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
"დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და მის გარემოცვას" - საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

"დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და მის გარემოცვას" - საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

BM.GE12 მაისი, 2026, 18:04|bm.ge

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ 2026 წლის 11 მაისს მიღებული რეზოლუციის მიზანია დაგმოს საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული კურსი და ამავდროულად დაადასტუროს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისა და ქართველი ხალხისადმი.

რეზოლუციაში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური როლი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებენ, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, დააწესოს ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ასევე, მოთხოვნილია გადაიხედოს ივანიშვილისთვის გადაცემული საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის საკითხი და განიხილონ ამ ჯილდოს ჩამორთმევა.

ეროვნული ასამბლეა მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარულ კურსს, ადამიანის უფლებების დარღვევას და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

ხაზგასმულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დარღვევებით (ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ზეწოლა ამომრჩეველზე).

დოკუმენტი მოითხოვს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონისა და სხვა რეპრესიული ნორმების გაუქმებას, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.

რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ სტანდარტებს.

მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკისა, დოკუმენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, დახმარება მიმართოს პირდაპირ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და აკადემიური წრეების გაძლიერებისკენ.

რეზოლუცია მოითხოვს ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და ახალგაზრდა მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გამოთქმულია შეშფოთება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებით გამოყენებასა და აკრძალული ნივთიერებების სავარაუდო გამოყენებაზე, რაზეც საერთაშორისო გამოძიებას უჭერენ მხარს.

დოკუმენტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ საქართველო შესაძლოა გამოიყენებოდეს რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად. ის მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციების მომდევნო პაკეტში შეიყვანოს ზომები, რომლებიც აღკვეთს საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს.

საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

View this post on Instagram A post shared by Salome Zourabichvili (@salome_zourabichvili)
გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • "სერბეთში ივანიშვილის ტყუპისცალი დამარცხდა... ესაა მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის" - მიხეილ სააკაშვილიტვ პირველი
  • დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეაფორმულა
  • ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, "ჩელიაბინსკის სინდრომი" მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია რუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE