მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ
ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ

იმედი|imedinews.ge

დოლარში ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ და ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 43 მლრდ. საუბარია ძალიან დიდ ნახტომზე, რაც საბოლოო ჯამში, აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასზე. საშუალო ხელფასი, მაგალითად იყო 2012 წელს 712.5 ლარი, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ეკონომიკა ყვაოდა. დღეს არის 2 283 ლარი, დაახლოებით 2 300 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობა შემცირდა 26.7-დან 13.9%-მდე 2012 წელთან შედარებით. „სიღარიბის მაჩვენებელზეც ეს ყველაფერი აისახა. სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 1 120 000. 1 120 000-ზე მეტი ადამიანი საქართველოში 2012 წელს ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომ 34%-დან მხოლოდ 30%-მდე მოახერხეს სიღარიბის შემცირება 2003 წლიდან 2012 წლამდე. მას შემდეგ გვაქვს რადიკალური ცვლილება. 30% იყო 2012 წელს, 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები, 7.1%. ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ, ეკონომიკური წინსვლაც. თუ 1 120 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, წელს ეს მაჩვენებელი არის 280 000. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 4-წლიან პერსპექტივაში გავანულოთ სიღარიბე. ის 280 000 ადამიანიც, რომელიც დღეს ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, დააღწევს თავს სიღარიბეს. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ერთადერთი მიმართულება, ძალიან მტკივნეულია, არის დემოგრაფია, სადაც გვაქვს გამოწვევები და ამაზე ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ბევრ კომპლექსურ, მათ შორის გლობალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული დემოგრაფიული საკითხის მოგვარება, თუმცა ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მთლიანობაში, ეკონომიკა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის პოზიციები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ვიყოთ უფრო მყარად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, სიღარიბე აღმოიფხვრას, მიგრაციის კუთხით ტენდენციები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. მხოლოდ ბოლო 2 წელია, მანამდე გვქონდა ყოველ წელს უარყოფითი მიგრაციული სალდო. იმაზე მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. ბოლო 2 წელია მხოლოდ, როდესაც მოქალაქეების ნაწილშიც, ანუ აქ არ შედიან უცხოელები, იმაზე მეტი შემოდის, ბრუნდება საქართველოში, ვიდრე გადის. ეკონომიკური ზრდა არის ამის მთავარი განმაპირობებელი. ჩვენ თუ გავაგრძელეთ ამ ტემპით ეკონომიკის განვითარება, ამ შემთხვევაში მიგრაციის კუთხითაც გვექნება სრულიად სხვა მაჩვენებლები და ყველა სხვა მიმართულებით გვექნება მუდმივი პროგრესი, ევროინტეგრაციის მიმართულებითაც უფრო ძლიერი პოზიციები გვექნება და ა.შ. ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზეBM.GE
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →ივანიშვილის →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაგვეტოვებინა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, გავაკეთეთ განაცხადი, რომ არ დავაყენებდით დღის წესრიგში 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ იმთავითვე მოვაწერდით ხელს, ამით ჩანდა, რომ ჩვენ გვქონდა ურყევი პოზიცია ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად