მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაველოდებით აშშ-ის პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით - კობახიძე ანდრეოლის ვიზიტზე
დაველოდებით აშშ-ის პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით - კობახიძე ანდრეოლის ვიზიტზე

დაველოდებით აშშ-ის პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით - კობახიძე ანდრეოლის ვიზიტზე

BM.GE25 მაისი, 2026, 17:49|bm.ge

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვია, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი. ვიზიტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს - რა საკითხებს განიხილავენ ამერიკულ მხარესთან შეხვედრისას და თუ ისინი ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესს დააფიქსირებენ, რა პოზიცია ექნება საქართველოს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე მოისმენენ რა პოზიცია აქვს აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობაზე.

"ვიზიტის ფარგლებში, გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, დაველოდებით მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს კობახიძემ.

მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა.

„თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოვხატეთ ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას, მოხარულები ვართ, რომ ბოლო დროს არის დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ“, - განაცხადა კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია სტუმრობს, სომხეთში კი თავად სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა. რუბიოს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ხვალ, 26 მაისს, არის დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →საკითხზე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE