მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავიწყეთ სკოლების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა | გივი მიქანაძე
დავიწყეთ სკოლების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა | გივი მიქანაძე

დავიწყეთ სკოლების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა | გივი მიქანაძე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 18:41|bm.ge

"ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მზად ვართ გადავჭრათ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია სკოლების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა.

"სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება იმ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც ზოგადი განათლების საფეხურზე ვახორციელებთ. ვაცნობიერებთ, რომ ამ კუთხით გვაქვს გამოწვევები, მათ შორის ცალკეულ სკოლებში სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება. გარდა ამისა, დავიწყეთ საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი სარემონტო სკოლები და საკითხი, რომელსაც სამომავლოდ ვერ გადავდებთ. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მზად ვართ გადავჭრათ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა. ამ საკითხს განსაკუთრებული გულისყურით ვეკიდებით და ამ მიმართულებით გვაქვს და მომავალშიც გვექნება მყისიერი, კონკრეტული რეაგირება. ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით, ჩვენი მიზანია არსებული შეფერხებები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას. პარალელურად, ვაგრძელებთ მუშაობას სკოლების შინაარსობრივ განვითარებასა და განათლების ხარისხის ამაღლებაზე",- ამბობს მინისტრი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE