მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაზარალებულებს არარსებულ ბიზნესში ₾351,000 ჩაადებინა - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
დაზარალებულებს არარსებულ ბიზნესში ₾351,000 ჩაადებინა - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

დაზარალებულებს არარსებულ ბიზნესში ₾351,000 ჩაადებინა - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

BM.GE18 მაისი, 2026, 16:33|bm.ge

თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქმეს არაერთი დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც საერთო ჯამში 351,421 ლარი დაკარგეს ბრალდებულის მიერ ორგანიზებული თაღლითური სქემის მეშვეობით. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებული დაზარალებულებს 2023-2025 წლებში ყალბ საინვესტიციო სქემას სთავაზობდა.

"2023 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტოს თვემდე პერიოდში, ბრალდებულმა დაზარალებულები დაარწმუნა, რომ თითქოს იგი წარმატებული ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხების ინვესტირება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტის და ე.წ. ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდა. ბრალდებულმა დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,"- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • იოსელიანი ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაში გადასვლას მიესალმებატვ პირველი
  • ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმებაფორმულა
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურარუსთავი 2
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE