
ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პროკურატურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 2026 წლის 22 ოქტომბერს საჯაროდ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა საქმის გამოძიება პროკურატურის ორგანოებისთვის დაექვემდებარებინა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის.
"გარდა ამისა, 2026 წლის 22 და 23 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობითაც მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მიაწოდა ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან გასაუბრებისას შედგენილი დეტალური ოქმები, სადაც ისინი დავით ფეიქრიშვილის მიმართ, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდნენ და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობაზე მიუთითებდნენ.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს გამოძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge