მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაზღვევის გლობალური ტენდენციები vs ქართული რეალობა:სადაზღვევო ბროკერის როლი დაზღვევის პროდუქტების არჩევაში, რისკების განთავსებასა და მართვაში
დაზღვევის გლობალური ტენდენციები vs ქართული რეალობა:სადაზღვევო ბროკერის როლი დაზღვევის პროდუქტების არჩევაში, რისკების განთავსებასა და მართვაში

დაზღვევის გლობალური ტენდენციები vs ქართული რეალობა:სადაზღვევო ბროკერის როლი დაზღვევის პროდუქტების არჩევაში, რისკების განთავსებასა და მართვაში

BM.GE4 ივნისი, 2026, 08:44|bm.ge

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2025 წლის მონაცემებით, სადაზღვევო ბროკერების მიერ მოზიდული პრემიის საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 2021–2025 წლებში 17.5% შეადგინა. მიუხედავად ამ ზრდისა, ბროკერების წილი პირდაპირი სადაზღვევო პრემიების მთლიან მოცულობაში, 104.5 მლნ ლარის ფარგლებში, 7%-ს აღწევს. ხოლო გადაზღვევაში 59.5 მლნ ლარით, 22% შეადგენს.

ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა), სადაც ბროკერების წილი ბაზრის 45%-დან 75%-მდე მერყეობს (MarshBerry, 2025). საქართველოში მომართვიანობა ძირითადად მსხვილი ბიზნესის სეგმენტშია კონცენტრირებული, რაც მიუთითებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ფიზიკური პირები, ჯერ კიდევ ვერ იყენებენ ბროკერის იმ უპირატესობებს, რაც განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის სტანდარტია.

მონაცემები მიანიშნებს, რომ ბაზრის მომწიფებასთან ერთად, აუცილებელია ბროკერის როლის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ფიზიკური პირების, ისე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისათვის მეტად გამჭვირვალე, კონკურენტული და მოხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო გარემოს ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლის ქცევა ცხადად აჩვენებს სწორი პრიორიტეტების დასახვის ტენდენციას, სადაც დაზღვევის სახეობები - ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონების დაზღვევის პრიორიტეტულობით ნაწილდება.

სადაზღვევო კომპანია, თავისი ბუნებით, რისკის მიმღები მხარეა, ხოლო სადაზღვევო ბროკერი - კლიენტის ინტერესების წარმომადგენელი და დამცველი პარტნიორი.

სადაზღვევო ბროკერი „ბიენსი ჯგუფი“ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ნებართვის საფუძველზე, დამოუკიდებელ სუბიექტად ოპერირებს. კომპანია სპეციალიზებულია ფიზიკური პირებისა და ბიზნესების სადაზღვევო რისკების განთავსებასა და მართვაში. ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც ჯანმრთელობის, ისე ქონებრივი, ავტო, პასუხისმგებლობისა და სხვა სახის დაზღვევის სრულ სპექტრს.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს ბაზრის მუდმივ მონიტორინგს, სადაზღვევო პროდუქტების პირობებისა და საფასო პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს, ასევე გამონაკლისებისა და შეზღუდვების შეფასებას. ეს პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სადაზღვევო გადაწყვეტილება ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ ფასზე, არამედ დაფარვის რეალურ შინაარსზე. ამასთან, კომპანია ქმნის რეალისტურ მოლოდინებს, რაც ბაზრისთვის დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ჩვენი ჩართულობით კლიენტი იღებს ღირებულებისა და დაფარვის ოპტიმალურ ბალანსს, რომელიც ზუსტად პასუხობს მათ საჭიროებებს.

ბროკერის ღირებულება განსაკუთრებით ზარალის დარეგულირების ეტაპზე ვლინდება. რთულ შემთხვევებში სადაზღვევო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის დაზღვეულს სჭირდება ექსპერტი პარტნიორი რომელმაც კარგად იცის სადაზღვევო პირობები და სამართალი, ასევე პროცესები და რეგულაციები. ჩვენი მიზანია ანაზღაურების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და სამართლიანი.

აღმასრულებელი დირექტორის ხედვა

თენგიზ ფარცვანია, „ბიენსი ჯგუფის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიის მიზნებს ასე აჯამებს:

ჩვენი მისიაა პარტნიორებს შევთავაზოთ რისკებზე დაფუძნებული მიზნობრივი დაფარვები და არჩევანის თავისუფლება, მათი სტაბილურობისა და უწყვეტი განვითარებისთვის.

როგორც სტრატეგიული პარტნიორი, „ბიენსი ჯგუფი“ მომავალშიც გააგრძელებს კერძო პირებისა და ბიზნესების მხარდაჭერას სადაზღვევო რისკების ეფექტიანი მართვისა და მათ საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების შერჩევის პროცესში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე, კონკურენტული და მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო გარემოს ჩამოყალიბებას.

ბიენსი ჯგუფის არჩევით თქვენ მიჰყვებით განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას და იღებთ პროფესიულ მხარდაჭერას თქვენი ცხოვრების ხარისხისა და ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის რისკების მართვაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესტიაში 6 სხვადასხვა ადგილას კრიპტოვალუტის 148 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - შსს

მესტიაში 6 სხვადასხვა ადგილას კრიპტოვალუტის 148 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - შსს

BM.GE

"ვფიქრობ, ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე" - ირანის ელჩი რუბიოს საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

"ვფიქრობ, ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე" - ირანის ელჩი რუბიოს საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

BM.GE

Balance • ბალანსი – 10 წელი ქართული ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის სამსახურში

Balance • ბალანსი – 10 წელი ქართული ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის სამსახურში

BM.GE

"სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფინანსური მდგომარეობა წელს გაცილებით უკეთესია - კაკაურიძე

"სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფინანსური მდგომარეობა წელს გაცილებით უკეთესია - კაკაურიძე

BM.GE