მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. DeepSeek-მა Nvidia-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად Huawei-სთან პარტნიორობა დაიწყო
DeepSeek-მა Nvidia-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად Huawei-სთან პარტნიორობა დაიწყო

DeepSeek-მა Nvidia-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად Huawei-სთან პარტნიორობა დაიწყო

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 03:21|bm.ge

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია DeepSeek-მა ამერიკულ Nvidia-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად Huawei-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო.

DeepSeek-მა ოფიციალურ WeChat-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ წერილში Huawei-ს Ascend-ის პლატფორმისთვის პროგრამული ინფრასტრუქტურის ღია კოდით გამოშვების შესახებ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამული უზრუნველყოფის ეს პაკეტი დეველოპერებისთვის განკუთვნილ გამოთვლით და საკომუნიკაციო პლატფორმებს სრულად გააერთიანებს. Reuters-ის ცნობით, ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში DeepSeek-ს სრულ მხარდაჭერას უშუალოდ Huawei გაუწევს.

როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების კავშირების გაღრმავების ნაწილია, რადგან ადგილობრივი ინდუსტრია ამერიკული ჩიპების ალტერნატივას აქტიურად ეძებს.

აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის ოფიციალურად დაწყებამდე მხარეებმა 128 ერთეულ Ascend 950 ჩიპზე დაფუძნებული ე.წ. სუპერკვანძის ტექნოლოგია ერთობლივად განავითარეს. სატესტო თანამშრომლობამ ტექ-გიგანტებს გაუჩინა განცდა, რომ ისინი Nvidia-ს გარეშეც შეძლებდნენ მუშაობას.

ცნობისთვის, Huawei-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი თაობის პროცესორები და სუპერკვანძოვანი გამოთვლითი სისტემები ორი კვირის წინ წარადგინა. ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის მოლოდინით, ამ სისტემების გამოყენება მოდელების წვრთნის მიზნით მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE