მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?
აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 21:42|bm.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობისთვის 40.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. პროექტის საერთო ღირებულება 132.6 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც ამ დროისთვის 64.9 მლნ ლარია დახარჯული. მშენებლობის დასრულება 2028 წლის 5 თებერვალს იგეგმება.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან BMG-ის აცნობეს, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში შენდება ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, რომლებშიც ჯამში 1 077 ბინა განთავსდება. მათ შორის სამი რვასართულიანი, ხოლო ექვსი ცამეტსართულიანი კორპუსია.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსების რკინაბეტონის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს სახურავების მოწყობა, ლესვითი, საინჟინრო და საიზოლაციო სამუშაოები, კარ-ფანჯრების მონტაჟი და შენობების ფასადების მოწყობა.

საცხოვრებელი კორპუსების გარდა, პროექტი საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, საბავშვო მოედნები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. საცხოვრებელი სახლები თანამედროვე კომუნალური სისტემებით აღიჭურვება.

პროექტის საერთო ღირებულებიდან ამ დროისთვის დახარჯული თანხა დაახლოებით 49%-ს შეადგენს, ხოლო ასათვისებელი დაახლოებით 67.7 მლნ ლარი რჩება.

აღსანიშნავია, რომ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპი დაგეგმილ ვადაზე მნიშვნელოვნად გვიან დასრულდა. სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დაიწყო და თავდაპირველად 2021 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა და პირველი ეტაპის ფარგლებში აშენებულ სამ საცხოვრებელ კორპუსში 582 ოჯახს ბინები მხოლოდ 2024 წელს გადაეცა.

პირველი ეტაპის მშენებლობას კომპანია „დაგი“ ახორციელებდა. თავდაპირველი ხელშეკრულების ღირებულება 38.7 მლნ ლარი იყო, თუმცა მოგვიანებით 39.1 მლნ ლარამდე გაიზარდა. სამუშაოების დაგვიანების გამო კომპანიას პირგასამტეხლოც დაეკისრა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრიფორმულა
  • საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძეტვ პირველი
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართარუსთავი 2
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
ოცნების →პროექტი →

მსგავსი სტატიები

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

BM.GE

წყლის პროექტების დაფინანსების ათვისებაში გარკვეული გამოწვევებია | გიორგი კაკაურიძე

წყლის პროექტების დაფინანსების ათვისებაში გარკვეული გამოწვევებია | გიორგი კაკაურიძე

BM.GE

ბრალდებულმა დაზარალებულს კომპანიის წილის გადაფორმებას დაჰპირდა და ₾400 000 მიისაკუთრა | პროკურატურა

ბრალდებულმა დაზარალებულს კომპანიის წილის გადაფორმებას დაჰპირდა და ₾400 000 მიისაკუთრა | პროკურატურა

BM.GE

ექსპორტის რაოდენობა კი მცირდება, მაგრამ ქართული ღვინო უფრო დაფასებული ხდება | ლევან მეხუზლა

ექსპორტის რაოდენობა კი მცირდება, მაგრამ ქართული ღვინო უფრო დაფასებული ხდება | ლევან მეხუზლა

BM.GE