მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის მოსაკრებელი 15%-ით გაიზარდა
დღეიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის მოსაკრებელი 15%-ით გაიზარდა

დღეიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის მოსაკრებელი 15%-ით გაიზარდა

BM.GE1 ივლისი, 2026, 20:30|bm.ge

დღეიდან, 1-ელი ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის სატრანზიტო მოსაკრებელს ერთ ტონაზე 6.7 დოლარამდე გაიზარდა - აღნიშნული გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატმა 1936 წლის მონტრეს კონვენციის შესაბამისად მიიღო.

ახალი ტარიფები იმ გემებს შეეხებათ, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტით სარგებლობენ და თურქეთის პორტებში არ შედიან. ეს ტარიფები ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ზრდა დაახლოებით 14.9%-ს შეადგენს, რაც თანხვედრაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ წლიურ 15%-იან ინდექსაციასთან.

ცნობისთვის, 1983 წლიდან 2022 წლამდე სრუტეებში გავლის მოსაკრებელი უცვლელი რჩებოდა და ერთ ტონაზე 0.80 დოლარს შეადგენდა. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 2022 წლიდან მოსაკრებელი ყოველწლიურად 1-ელ ივლისს ახლდება.

ბოლო წლებში მოსაკრებლის განაკვეთი შემდეგნაირად იცვლებოდა:

• 2022–2023 - $4.08 • 2023–2024 - $4.42 • 2024–2025 - $5.07 • 2025–2026 - $5.83 • 2026-2027 - $6.70

საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ახალი მონაცემების თანახმად, 2025 წელს თურქეთის საწყლოსნო გზებზე გემების ტრაფიკმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სულ 84 640-მა გემმა გაიარა, რომლებმაც ჯამში 1.58 მილიარდი ტონა ტვირთი გადაიტანეს. მთლიანი ტრანზიტიდან 40 172-მა გემმა ბოსფორის, ხოლო 44 468-მა დარდანელის სრუტე გაიარა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში მოსაკრებლის დაწესების გეგმა შეიმუშავეს

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში მოსაკრებლის დაწესების გეგმა შეიმუშავეს

BM.GE

ვინ დაესწრება თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს? - რას წერს ირანული მედია

ვინ დაესწრება თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს? - რას წერს ირანული მედია

BM.GE

Rocket Lab-მა Iridium-ი 8 მილიარდ დოლარად შეიძინა

Rocket Lab-მა Iridium-ი 8 მილიარდ დოლარად შეიძინა

BM.GE

მთავრობამ გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა ₾9.4 მლნ-მდე გაზარდა

მთავრობამ გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა ₾9.4 მლნ-მდე გაზარდა

BM.GE