მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეიდან, სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს
დღეიდან, სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს

დღეიდან, სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს

BM.GE3 ივლისი, 2026, 22:16|bm.ge

დღეიდან საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიიღეს.

"დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 818 თანამშრომლით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა ობიექტებს 24 საათიან რეჟიმში დაიცავს.

ამასთან, 2026 წლის 3 ივლისიდან, დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - იტყობინება საქართველოს რკინიგზა.

ცნობისთვის, 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სარკინიგზო ქსელზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE