
დღეისთვის გადამუშავებულია 121 000 ტონა ყურძენი - მოსავალი 9 000-მდე მევენახემ ჩააბარა
30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძენი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხის, მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახეა. მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა და მკვახე და უხარისხო ყურძენი - 946 ტონა.
კახეთში ყურძნის მოსავალი 9 ათასამდე მევენახემ დააბინავა.
"რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.
ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითლის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას", - წერია პრესრელიზში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18
BM.GE
წყარო: bm.ge