
დღეს, ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება - როგორია EU-საქართველოს სავაჭრო კავშირები?
დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის წლისთავს აღნიშნავს. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს მშვიდობისა და თანამშრომლობის იდეაზეა დაფუძნებული ევროკავშირი. საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობა 1992 წლიდან იწყება. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანამ ევროგაერთიანებიდან 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტი მიიღო ახალი ინფრასტრუქტურის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, განათლებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
"წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს არის შეხსენება, რომ ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი" - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღის აღსანიშნად 11:30 საათიდან „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში იწვევს.
როგორია საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა?
2026 წლის პირველ კვარტალში EU-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირედით 1 მილიარდ 256 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ევროგაერთიანების 27 ქვეყანასთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტზეა დაფუძნებული, რაც იანვარ-მარტის მონაცემებით, 1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
წელს ევროკავშირიდან ძირითადი საიმპორტო პროდუქტები ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები და სამკურნალო საშუალებები იყო. TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები $136.7 მლნ 2. მსუბუქი ავტომობილები $114.9 მლნ 3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $94.7 მლნ 4. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით $22 მლნ 5. სატვირთო ავტომობილები $19.1 მლნ 6. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები $15.3 მლნ 7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები $14.2 მლნ 8. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი $14.2 მლნ 9. დანარჩენი საქონელი $12.2 მლნ 10. ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში $12.2 მლნ
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან პირველ კვარტალში 216 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროკავშირში გაყიდული TOP-10 საქონლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა $34.2 მლნ 2. თხილი და სხვა კაკალი $33.7 მლნ 3. მადნები და კონცენტრატები სპილენძის $29 მლნ 4. ფეროშენადნობები $26 მლნ 5. ნავთობი და ნავთობპროდუქტები $20.1 მლნ 6. ყურძნის ნატურალური ღვინოები $9 მლნ 7. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული $6.3 მლნ 8. მინერალური და მტკნარი წყლები $5.1 მლნ 9. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან $4.4 მლნ 10. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით $3.9 მლნ
ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში გაფორმდა, რასაც 2009 წლიდან DCFTA-ს მოლაპარაკებისთვის მზადება და 2011-2013 წლებში 6 რაუნდიანი მოლაპარაკებები უძღოდა.
2009 წლის შემდეგ საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები, ძირითადად, მზარდი იყო, 2025 წელს კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა, 2009 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 26.8%, 2025 წელს კი 21.6% იყო.
წლების მიხედვით, ევროკავშირთან ვაჭრობის დინამიკა ასეთია:
2025 წელი - $5.6 მლრდ;
2024 წელი - $5.1 მლრდ;
2023 წელი - $4.5 მლრდ;
2022 წელი - $3.9 მლრდ;
2021 წელი - $3 მლრდ;
2020 წელი - $2.5 მლრდ;
2019 წელი - $3.1 მლრდ;
2018 წელი - $3.1 მლრდ;
2017 წელი - $2.7 მლრდ;
2016 წელი - $2.6 მლრდ;
2015 წელი - $2.6 მლრდ;
2014 წელი - $2.8 მლრდ;
2013 წელი - $2.7 მლრდ;
2012 წელი - $2.6 მლრდ;
2011 წელი - $2.3 მლრდ;
2010 წელი - $1.6 მლრდ;
2009 წელი - $1.5 მლრდ.
BM.GE
წყარო: bm.ge