
დღეს, Industry Talks-ის პირველი ღონისძიება "რიტეილ ტრანსფორმაცია" გაიმართება
დღეს, „ბიზნეს მედია საქართველოს“ – BMG-ის და BDO Dogital-ის პარტნიორობით Industry Talks-ს პირველი ღონისძიება „ციფრული ტრანსფორმაციის“ თემაზე გაიმართება.
ინოვაციური, ციკლური კონცეფციის მქონე პროექტის სადებიუტო ღონისძიება, Industry Talks 1.0 | Retail Transformation, სრულად რითეილ სექტორს დაეთმობა, მომავალში კი პლატფორმა სხვა წამყვან ინდუსტრიებსაც მოიცავს.
ღონისძიების გენერალური პარტნიორი „ლიბერთი-ბაზისბანკ ჯგუფი“ და “ავერსი” არიან, პროექტის მხარდამჭერი კომპანია „ნაბეღლავია“, ტრანსფორმაციის პარტნიორები „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „დეილი ჯგუფი“, „ვისოლი“ და NGS group-ი, ჩართულობის პარტნიორები კი inoffice by urbanique, ბრენდჰენდი და „ასკანელი“ არიან.
Pullman Tbilisi Axis Towers-ში, რითეილისა და ტექნოლოგიური სექტორის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები თანამედროვე ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე სადისკუსიოდ 15 საათიდან შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილება ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ოპერაციული პროცესების მასშტაბური ავტომატიზაცია, ყოველდღიური სამუშაო დინამიკის ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რეალურ ქეისებსა და იმ კომპანიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომლებმაც ციფრული ტრანსფორმაციის რთული გზა უკვე წარმატებით გაიარეს. ეს ყველაფერი აუდიტორიას ბიზნესისთვის რელევანტური, დინამიკური და მაღალი ინტერესის მქონე ფორმატით მიეწოდება.
ცნობისთვის, 18 ივნისს, ორ წამყვან ორგანიზაციას, ტექნოლოგიური და ბიზნეს კონსალტინგის ლიდერ BDO Digital-სა და წამყვან ბიზნეს მედია პლატფორმა BMG-ის შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უპრეცედენტო B2B ღონისძიებების პლატფორმის, Industry Talks-ის შექმნას.
ეს თანამშრომლობა სცილდება სტანდარტული პარტნიორობის ჩარჩოებს. Industry Talks თავისი არსით არის პერიოდული, მაღალი დონის ბიზნესფორუმების ციკლი, ექსკლუზიური ცოცხალი სივრცე, რომელიც ქვეყნის წამყვანი ინდუსტრიების C-level მენეჯერებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და დარგის წამყვან ექსპერტებს გააერთიანებს.
BM.GE
წყარო: bm.ge