
დღეს, ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ქუჩები
დღეს, თბილისში, ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ლერწმის, მიხეილ აბრამიშვილის, ჩოლოყაშვილის, აფშინაშვილის, დოდაშვილის, მალხაზის, მანავის, საექიმოს, დირსიჭალის, იან პრიბილის, აჰმედ ჯავადის, მარჯორი უორდროპის, იუნკერთა, ჩკალოვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ჩოდრიშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, შოთა ნადირაშვილის, ჰოსპიტალის, ლობჟანიძის, ნავთლუღის, არტურ ლაისტის, მიკოლა ბაჟანის, ბოლნისის, ალექსანდრე ამილახვრის, მეგობრობის და რთველაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
BM.GE
წყარო: bm.ge