მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?
"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 04:41|bm.ge

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის, ვატო ლეჟავას თქმით, წინა წელთან შედარებით სტუდენტების რაოდენობა არ შემცირებულა. მან 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ BMG-სთან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებმა გამოწვევების გადალახვა საკუთარი რესურსით შეძლეს.

საქმე ისაა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი ცვლილება კერძო უნივერსიტეტებში საგრანტო დაფინანსება გაუქმება იყო.

როგორც ვატო ლეჟავა BMG-სთან აცხადებს, მიუხედავად ყველაფრისა, აბიტურიენტები ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას.

"ჯამში მივიღეთ 1 000-ზე მეტი სტუდენტი ორივე უნივერსიტეტში, პრინციპში რამდენიც გვქონდა გამოცხადებული, იმდენი. მთავარი ამოცანა იყო ამ შეცვლილ ვითარებაში სწორი პასუხების გაცემა და როგორც ჩანს, სწორი პასუხები გავეცით, ჩვენი პასუხები სწორად იყო გაგებული და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

ის, რომ ჩვენ გადავლახეთ ეს ბარიერი, არ ნიშნავს, რომ ეს ზოგადად არაფერს ნიშნავდა. დაფინანსების შემცირება, მით უმეტეს კერძო უნივერსიტეტებში, საკმაოდ უსამართლო საკითხია. თუმცა ჩვენ გვეყო რესურსი, რომ ამისთვის, ვთქვათ, მზად ვყოფილიყავით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხები არ დგას და არ არის მნიშვნელოვანი. ის, თუ ჩვენი კოლეგები რაღაცნაირად დაზიანდნენ ან დაზარალდნენ, სულაც არ არის ჩვენთვის სულერთი",- თქვა ვატო ლეჟავამ.

რექტორის ინფორმაციით, საშუალო ქულებით თავისუფალი უნივერსიტეტი კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო აგრარული უნივერსიტეტი, მულტიპროფილურ უნივერსიტეტებს შორის, მესამე პოზიციაზე. ამასთან, ვატო ლეჟავას თქმით, სემესტრულ ჭრილში სწავლის საფასური არ გაზრდილა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

BM.GE

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - NYPOST

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - NYPOST

BM.GE

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

BM.GE

დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება|კანონპროექტი

დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება|კანონპროექტი

BM.GE